ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ შტატებიდან, რომლებიც იხსნება, კარგი რიცხვები ფიქსირდება, რაც დამაიმედებელია. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა. როგორც ტრამპი წერს, აშშ ცხოვრებას იბრუნებს. “კარგი ციფრები მოდის შტატებიდან, რომლებიც იხსნება. ამერიკა თავის ცხოვრებას იბრუნებს! ვაქცინაზე მუშაობის პროცესი ძალიან დამაიმედებელია, წლის ბოლოსთვის. ასევე, სხვა გადაწყვეტილებებიც” , – წერს ტრამპი. იპნ
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა
იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალებს შეეძლებათ ოფიციალურად წარადინონ განაცხადი ქვეყანაში კანონიერად დარჩენისა და მუშაობის შესახებ. გუშინ გამოცემული განკარგულების თანახმად, ბინადრობის უფლება 6 თვის მანძილზე იქნება ვარგისი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება იმ პირებს, რომლებიც ფერმებსა და სახლებში არიან დასაქმებული. ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, იტალიის ეკონომიკა პანდემიის შედეგად, რთულ […]
რუსეთში კორონავირუსს 5 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთში კორონავირუსს 5 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქს – რუსეთი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, 200 ჟურნალისტია კოვიდ 19-ით ინფიცირებული. როგორც რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ვლადიმერ სოლოვეევი აცხადებს,მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ ახალ უხილავ მტერს 60 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, ჟურნალისტები, ისევე როგორც ექიმები, “ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან”. მან […]
გერმანია საზღვარს 16 მაისიდან გახსნის
გერმანია მეზობელ ქვეყნებთან საზღვარს 16 მაისიდან გახსნის. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსთ შიჰოფერის თქმით, შაბათიდან საზღვარი საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან გაიხსნება, თუმცა გამშვები პუნქტები მაინც იფუნქციონირებს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდება. შიჰოფერის განცხადებითვე, განიხილება ასევე საზღვრების გახსნა დანიასთანაც. რაც შეეხება ლუქსემბურგს, აქ მიმოსვლა შაბათიდან სრულად აღდგება, შეზღუდვების გარეშე. […]
18 მაისიდან იტალიაში ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები იხსნება
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა წინა დღეებთან შედარებით მცირედით იმატა ევროპის ქვეყნებში, თუმცა, შენარჩუნებულია ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობის კლების ტენდენცია. შეზღუდვების მოხსნას აჩქარებს იტალია და ქვეყანაში ბარების, რესტორნების, სილამაზის სალონებისა და სხვა დაწესებულებების დისტანციის დაცვით მუშაობა ორშაბათიდან, 18 მაისიდან, ნებადართული გახდება. გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კოვიდ 19-გან 172 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 30.911 გახდა. […]
ესპანეთში 113 წლის მარია ბრანიასი კოვიდ 19-გან განიკურნა
113 წლის ესპანელი ქალი უხუცესი ადამიანია, ვინც კორონავირუსის დამარცხება შეძლო. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში 1907 წელს დაბადებული მარია ბრანიასი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ვირუსით აპრილში, ესპანეთში, კატალონიის პროვინცია ჟირონას ქალაქ ოლოტის მოხუცებულთა სახლში დაავადდა, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ცხოვრობს. მან ავადმყოფობა საკუთარ ოთახში, იზოლაციაში ყოფნისას გადაიტანა. მასთან კონტაქტი მხოლოდ 1 მზრუნველს ჰქონდა, რომელიც ოთახში დამცავი […]
პუტინის პრესსპიკერ პესკოვს კოვიდ 19 დაუდგინდა – “თვეზე მეტია, პუტინს არ შევხვედრივარ”
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ერთ თვეზე მეტია, ვლადიმერ პუტინს არ შეხვედრია. „ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც პირადად შევხვდით“,-აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში. მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ბოლო რამდენიმე კვირაა მოსკოვის მახლობლად მდებარე რეზიდენციიდან მუშაობს. კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ორ მინისტრს […]
15 მაისიდან ესპანეთში ჩამსვლელს 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს
15 მაისიდან ესპანეთში ნებისმიერ ჩამსვლელს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. შეზღუდვა ძალაში სულ მცირე 24 მაისამდე დარჩება. ქვეყანაში ჩასულ პირებს ორი კვირის მანძილზე მხოლოდ მაღაზიაში ან აფთიაქში გასვლის შესაძლებლობა ექნებათ. ცნობისთვის, ბოლო დღეებში, ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლინება იკლებს. მნიშვნელოვნად შემცირდა ვირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელიც. იპნ
ტრამპი – “ხალხს ქვეყნის გახსნა სურს, ხალხი სახლში გამოკეტვის გამოც კვდება”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ადამიანები კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული სოციალური დისტანცირების ზომების გამოც იღუპებიან. „ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანები სხვა გზითაც იღუპებიან. ყველაფერი ჩაკეტილია, სახლში ხართ გამოკეტილი და გადაადგილების უფლება არ გაქვთ. ხალხი ამის გამოც კვდება. შეხედეთ ნარკომანიას, სუიციდს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, ადამიანებს სურთ, სურს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და ქვეყანა გაიხსნას. „ხალხს […]
საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ
დიდ ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. ამასთან, ბრიტანეთში დაწესებული ახალი რეგულაციის მიხედვით, ქვეყანაში ჩასულ უცხო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ 1994 წლიდან ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მატარებელი მოძრაობს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა […]









