კატეგორია: მსოფლიო

ესპანეთში 113 წლის მარია ბრანიასი კოვიდ 19-გან განიკურნა

113 წლის ესპანელი ქალი უხუცესი ადამიანია, ვინც კორონავირუსის დამარცხება შეძლო. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში 1907 წელს დაბადებული მარია ბრანიასი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ვირუსით აპრილში, ესპანეთში, კატალონიის პროვინცია ჟირონას ქალაქ ოლოტის მოხუცებულთა სახლში დაავადდა, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ცხოვრობს. მან ავადმყოფობა საკუთარ ოთახში, იზოლაციაში ყოფნისას გადაიტანა. მასთან კონტაქტი მხოლოდ 1 მზრუნველს ჰქონდა, რომელიც ოთახში დამცავი […]

პუტინის პრესსპიკერ პესკოვს კოვიდ 19 დაუდგინდა – “თვეზე მეტია, პუტინს არ შევხვედრივარ”

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ერთ თვეზე მეტია, ვლადიმერ პუტინს არ შეხვედრია. „ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც პირადად შევხვდით“,-აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში. მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ბოლო რამდენიმე კვირაა მოსკოვის მახლობლად მდებარე რეზიდენციიდან მუშაობს. კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ორ მინისტრს […]

15 მაისიდან ესპანეთში ჩამსვლელს 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს

15 მაისიდან ესპანეთში ნებისმიერ ჩამსვლელს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. შეზღუდვა ძალაში სულ მცირე 24 მაისამდე დარჩება. ქვეყანაში ჩასულ პირებს ორი კვირის მანძილზე მხოლოდ მაღაზიაში ან აფთიაქში გასვლის შესაძლებლობა ექნებათ. ცნობისთვის, ბოლო დღეებში, ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლინება იკლებს. მნიშვნელოვნად შემცირდა ვირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელიც. იპნ

ტრამპი – “ხალხს ქვეყნის გახსნა სურს, ხალხი სახლში გამოკეტვის გამოც კვდება”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ადამიანები კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული სოციალური დისტანცირების ზომების გამოც იღუპებიან. „ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანები სხვა გზითაც იღუპებიან. ყველაფერი ჩაკეტილია, სახლში ხართ გამოკეტილი და გადაადგილების უფლება არ გაქვთ. ხალხი ამის გამოც კვდება. შეხედეთ ნარკომანიას, სუიციდს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, ადამიანებს სურთ, სურს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და ქვეყანა გაიხსნას. „ხალხს […]

საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ

დიდ ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. ამასთან, ბრიტანეთში დაწესებული ახალი რეგულაციის მიხედვით, ქვეყანაში ჩასულ უცხო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ 1994 წლიდან ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მატარებელი მოძრაობს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა […]

კონტე – “ზაფხულში ნებას მოგცემთ, დაისვენოთ პლაჟებზე ან მთებში”

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 10 მაისს განაცხადა, რომ იტალიელები ზაფხულს კარანტინში არ გაატარებენ და მათ არდადეგების მოწყობა შეეეძლებათ. კორიერე დელა სერასთან ინტერვიუში პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებული წესები შენარჩუნდება, მაგრამ ეს წესები ხალხს არ აიძულებს სახლში დარჩენას და არ შეუშლის მათ მიერ შვებულების გატარებას ხელს. პანდემიამ იტალიური ტურიზმი განსაკუთრებით დააზარალა, ამიტომ კონტემ მოუწოდა იტალიელებს, გამოიყენონ […]

ესპანეთში გასულ 24 საათში 2.214 ადამიანი განიკურნა და გარდაცვალების რეკორდულად მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კოვიდ 19-გან 2.214 ადამიანი განიკურნა. ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად კი, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 143 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება ქვეყნის პრემიერმა სანჩესმა რეგიონების პრემიერებთან ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას გააკეთა. ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ კი 621 შეადგინა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის […]

მოსკოვში საავადმყოფო დაიწვა, სადაც კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ

მოსკოვის 50-ე საავადმყოფოში ხანძარმა ერთი პაციენტი იმსხვერპლა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა, საიდანაც 5 პაციენტის ევაკუაცია მოხერხდა, ერთი კი დაიღუპა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში შეძლეს. შენობიდან სულ 295 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო […]

პრემიერი სანჩესი – “11 მაისიდან ესპანეთის ნახევარი გაიხსნება, ცხოვრება ხელახლა უნდა დავიწყოთ”

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში სწორი მიმართულებით მიდის. სანჩესის თქმით, ორშაბათს ქვეყნის 50 პროცენტი გაიხსნება. სანჩესი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ესპანეთს მაინც მოუწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება და თითოეული მოქალაქის მოვალეობა იქნება, მიჰყვეს მითითებებს. „მოდით, ორშაბათს ისევ გავიდეთ გარეთ და ცხოვრება ხელახლა დავიწყოთ, მაგრამ აუცილებელია, სიფრთხილით […]

19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა ქუჩაში 135.000 დოლარი იპოვა

19 წლის სტუდენტი ხოსე ნუნიეს რომანიზი ამერიკული ალბუკერკედან მაისის დასაწყისში ქალაქის გმირი გახდა. სტუდენტმა ქალაქის ერთ-ერთ ბანკომატთან იპოვა პაკეტი, რომელშიც 20 და 50 დოლარიანების დასტები იდო, ჯამში 135.000 დოლარი. სტუდენტმა პოლიციაში დარეკა, მის მოსვლამდე კი პაკეტს დარაჯობდა დარწმუნებული იმაში, რომ ვიღაცამ გააშაყირა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ფული ნამდვილი იყო. აღმოჩნდა, რომ პაკეტი დარჩა ბანკის […]