ტრამპი – “ხალხს ქვეყნის გახსნა სურს, ხალხი სახლში გამოკეტვის გამოც კვდება”

ტრამპი - "ხალხს ქვეყნის გახსნა სურს, ხალხი სახლში გამოკეტვის გამოც კვდება"აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ადამიანები კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული სოციალური დისტანცირების ზომების გამოც იღუპებიან.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანები სხვა გზითაც იღუპებიან. ყველაფერი ჩაკეტილია, სახლში ხართ გამოკეტილი და გადაადგილების უფლება არ გაქვთ. ხალხი ამის გამოც კვდება. შეხედეთ ნარკომანიას, სუიციდს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, ადამიანებს სურთ, სურს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და ქვეყანა გაიხსნას.

„ხალხს უკან დაბრუნება სურს. ისინი ამას ვეღარ ითმენენ. მათ უკან დაბრუნება სურთ, მათ ჩვენი ქვეყნის გახსნა სურთ. მე ჩვენი ქვეყნის გახსნა მსურს, მე მისი უსაფრთხოდ გახსნა მსურს,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულია 1.385.834 ადამიანი.

მათგან განიკურნა 262.225 ადამიანი.

ვირუსისგან გარდაიცვალა 81.795 ადამიანი.

იპნ