კატეგორია: მსოფლიო

რომის პაპმა მარტის შემდეგ ვატიკანში პირველი მესა აღავლინა

რომის პაპმა, ფრანცისკემ მარტის შემდეგ ვატიკანში, წმინდა პერტეს ბაზილიკის სამლოცველოში მესა ჩაატარა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ტაძარი 70 დღის მანძილზე დახურული იყო. მესას 30 ადამიანი ესწრებოდა. ცნობისთვის, დღეიდან მსახურება იტალიის ტაძრებში აღდგა. მრევლს მოეთხოვება ატარონ სახის დამცავი ნიღბები და შეინარჩუნონ დისტანცია. იპნ

კუომო – “ეს კარგი ამბავია, ნიუ იორკის გახსნა ყველაზე მეტად მე მინდა”

ნიუ-იორკის შტატში გასული დღე-ღამის მანძილზე 139 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა იკლებს. გუბერნატორ ენდრიუ კუომოს თქმით, იმასთან შედარებით, რა ვითარებაც იყო შტატში ეს რიცხვები, კარგი ამბავია. “სხვა დროს და ადგილას, მე რომ ეს სიახლე გადმომეცა, ძალიან შოკისმომგვრელი იქნებოდა ადამიანებისთვის. ამ გარემოებაში კი არ არის შოკისმომგვრელი. იმასთან შედარებით, სადაც […]

ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის პარლამენტს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თვის განმავლობაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლებას, მის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორს და ყოფილ ოპონენტს, ბენი განცს გადააბარებს. ბენი განცი ნეთანიაჰუს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. „ხალხს უნდოდა ერთიანობა და ეს არის ის, რაც მან მიიღო“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას. თავის […]

ჩინეთის ელჩი ისრაელში გარდაცვლილი იპოვეს

ჩინეთის ელჩი დუ ვეი ისრაელში, თელ-ავივში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას ისრაელის პოლიციის პრესსპიკერი ადასტურებს. თუმცა, პოლიციას ელჩის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზზე არ უსაუბრია. დუ ვეი 57 წლის იყო. ის ისრაელში მისიის შესრულებას მიმდინარე წლის თებერვლიდან შეუდგა. ამჟამად, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. ისრაელის ტელევიზია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ, წინასწარი ნიშნებით, ელჩის გარდაცვალება ძილში, ბუნებრივად მოხდა. იპნ

სანჩესი – “ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით უნდა გავაგრძელოთ”

ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე, გეგმავს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. „ეს ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია,“ – აღნიშნა სანჩესმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის დაახლოებით ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებას ესპანეთის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ასობით ადამიანი ქუჩებში ქვაბებითა და ტაფებით ხელში გამოვიდა, მთავრობის […]

იტალიაში 18 მაისიდან ყველა მაღაზია გაიხსნება, 25 მაისიდან – სპორტდარბაზები, საცურაო აუზები და სპორტული ცენტრები

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ იტალიის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყნის ხელახლა გახსნით იზრდება შანსი, რომ ვირუსის გავრცელების ტემპმა ისევ მოიმატოს და ამას იტალიის მთავრობა აცნობიერებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ჩვენ გათვლილ რისკზე მივდივართ, ვიცით რა, რომ ეპიდემიოლოგიური მრუდი შეიძლება, ისევ გაიზარდოს“, – განაცხადა კონტემ რომში კარანტინის ზომების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. იტალიაში 18 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, […]

იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება

იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან მოსახლეობას საკუთარ რეგიონებში მოგზაურობის უფლება ექნება, ხოლო 3 ივნისიდან რეგიონიდან – რეგიონში და საზღვარგარეთ. ამასთან, გარკვეული რეგიონების ადმინისტრაციას უფლება ექნება შეზღუდვები კვლავ გაამკაცრონ, თუ კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდება. ჯერჯერობით უცნობია, საერთაშორისო მოგზაურობა ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები თუ არაწევრი ქვეყნებისთვისაც, თუმცა, იტალიური მედია ვარაუდს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება […]

მილანი დაიტბორა, წაქცეულმა ხეებმა ტრამვაის ლიანდაგები ჩახერგა და მოძრაობა შეაფერხა – ვიდეო

15 მაისს მილანში ნამდვილი წარღვნა მოხდა: ღამით მოსულმა თავსხმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა – წყლის სიმაღლემ ერთ წუთში  8 სანტიმეტრს მიაღწია. ქუჩების დატბორვის გარდა უამინდობამ ხეებიც წააქცია. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათეულობით ოჯახს. მილანელები გაფრთხილებულები იყვნენ ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელი ძლიერი ჭექა-ქუხილისა და თავსხმის შესახებ. მდინარეები – სევეზო და ლამბრო, ჩვეულებრივ, სპეციალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება, […]

აშშ – პალატამ დახმარების 3 ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3-ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც კორონავიურისით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრისა და შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული. ინიციატივას მხარი 208 კანონმდებელმა 108-ს წინააღმდეგ მისცა. აღსანიშნავია, რომ თუ პაკეტი დამტკიცდა, ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება იქნება. პაკეტს მხარს არ უჭერს რესპუბლიკელების დიდი ნაწილი, თუმცა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ „ეს მათი შეთავაზებაა, რომელიც წარადგინეს“. „ჩვენ […]

ტრამპი – “ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით ვაქცინით ან ვაქცინის გარეშე”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის გახსნა ვაქცინის შექმნაზე დამოკიდებული არ არის და ვაქცინით, თუ მის გარეშე, ამერიკელები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან. “არ მსურს, ხალხმა იფიქროს, რომ ყველაფერი ვაქცინზეა დამოკიდებული. ვაქცინით, თუ ვაქცინის გარეშე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით,“- განაცხადა დონალ ტრამპმა ბრიფინგზე, სადაც მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამა Operation Warp Speed-ი წარადგინა. […]