აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად. „გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მზად გვექნება ვაქცინა ისეთი მოცულობით, რომ ამერიკაში და ამერიკის საზღვრებს გარეთ ვუმკურნალოთ ხალხს. იცით, თავდაცვის დეპარტამენტი პირველივე დღიდან ამ ბრძოლაში იყო ჩართული“, – განაცხადა მარკ ესპერმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის კორონავირუსის […]
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში, ვენეციასთან, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა – ვიდეო
იტალიაში, ვენეციის მახლობლად ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, საწარმოში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია, რომლის მიზეზიც ჯერ დადგენილი არ არის. აფეთქების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებლებს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ და ფანჯრები დაეხურათ. მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი 10 000 კვადრატულ ფუტზე იყო გავრცელებული. ადგილზე 8 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. იპნ
სლოვენიის მთავრობა – ჩვენთან კორონავირუსის ეპიდემია დასრულდა
სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსის დასრულება დაადასტურა. ბოლო ორი კვირის მანძილზე, ქვეეყანაში კორონავიურით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 7-ს არ აღემატებოდა. შეზღუდვები მოიხსნა ევროკავშირიდან ქვეყანაში შემსვლელთათვის. კერძოდ, ევროკავშირის მოქალაქეები სლოვენიაში თავისუფლად შეძლებენ მოგზაურობას, ხოლო არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ცნობისთვის, სლოვენიაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2 […]
კონტე – “ევროკავშირიდან გავალთ, თუ მწვანე დერეფნების ინიციატივა ძალაში შევა”
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ თუ ე.წ. მწვანე დერეფნების ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ე.წ. ტურიზმის მწვანე დერეფანი გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს, რომელთაც კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, საშუალება ექნებათ ტურიზმი აღადგინონ, ვიდრე საზღვრები სრულიად გაიხსნება. “ჩვენ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზებს ქმნის” , – განაცხადა […]
ბარსელონაში დააკავეს ტერორისტი, რომელიც ბარსელონა-რეალის მატჩზე კამპ ნოუზე აფეთქებას გეგმავდა
ბარსელონაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც საფეხბურთო მატჩზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. დაკავებული პირი მაროკოს მოქალაქეა, რომელიც 8 მაისს დააკავეს. თუმცა, დეტალები ახლა გახდა ცნობილი. მედიის ინფორმაციით, ის ტერაქტის განხორციელებას „კამპ ნოუს“ სტადიონზე „ბარსელონა“-„რეალის“ მატჩის დროს გეგმავდა. ჯიჰადისტი ტერაქტი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ ელ-კლასიკო მისთვის პრიორიტეტული იყო. ბომბის გადასატანად კი უპილოტო საფრენი […]
ტრამპი – “ამერიკა თავის ცხოვრებას იბრუნებს!”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ შტატებიდან, რომლებიც იხსნება, კარგი რიცხვები ფიქსირდება, რაც დამაიმედებელია. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა. როგორც ტრამპი წერს, აშშ ცხოვრებას იბრუნებს. “კარგი ციფრები მოდის შტატებიდან, რომლებიც იხსნება. ამერიკა თავის ცხოვრებას იბრუნებს! ვაქცინაზე მუშაობის პროცესი ძალიან დამაიმედებელია, წლის ბოლოსთვის. ასევე, სხვა გადაწყვეტილებებიც” , – წერს ტრამპი. იპნ
იტალიაში არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა
იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალებს შეეძლებათ ოფიციალურად წარადინონ განაცხადი ქვეყანაში კანონიერად დარჩენისა და მუშაობის შესახებ. გუშინ გამოცემული განკარგულების თანახმად, ბინადრობის უფლება 6 თვის მანძილზე იქნება ვარგისი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება იმ პირებს, რომლებიც ფერმებსა და სახლებში არიან დასაქმებული. ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, იტალიის ეკონომიკა პანდემიის შედეგად, რთულ […]
რუსეთში კორონავირუსს 5 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთში კორონავირუსს 5 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქს – რუსეთი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, 200 ჟურნალისტია კოვიდ 19-ით ინფიცირებული. როგორც რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ვლადიმერ სოლოვეევი აცხადებს,მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ ახალ უხილავ მტერს 60 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, ჟურნალისტები, ისევე როგორც ექიმები, “ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან”. მან […]
გერმანია საზღვარს 16 მაისიდან გახსნის
გერმანია მეზობელ ქვეყნებთან საზღვარს 16 მაისიდან გახსნის. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსთ შიჰოფერის თქმით, შაბათიდან საზღვარი საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან გაიხსნება, თუმცა გამშვები პუნქტები მაინც იფუნქციონირებს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდება. შიჰოფერის განცხადებითვე, განიხილება ასევე საზღვრების გახსნა დანიასთანაც. რაც შეეხება ლუქსემბურგს, აქ მიმოსვლა შაბათიდან სრულად აღდგება, შეზღუდვების გარეშე. […]
18 მაისიდან იტალიაში ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები იხსნება
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა წინა დღეებთან შედარებით მცირედით იმატა ევროპის ქვეყნებში, თუმცა, შენარჩუნებულია ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობის კლების ტენდენცია. შეზღუდვების მოხსნას აჩქარებს იტალია და ქვეყანაში ბარების, რესტორნების, სილამაზის სალონებისა და სხვა დაწესებულებების დისტანციის დაცვით მუშაობა ორშაბათიდან, 18 მაისიდან, ნებადართული გახდება. გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კოვიდ 19-გან 172 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 30.911 გახდა. […]










