იტალიაში, ვენეციასთან, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა – ვიდეო

იტალიაში, ვენეციასთან, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა - ვიდეოიტალიაში, ვენეციის მახლობლად ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, საწარმოში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია, რომლის მიზეზიც ჯერ დადგენილი არ არის. აფეთქების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებლებს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ და ფანჯრები დაეხურათ.

მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი 10 000 კვადრატულ ფუტზე იყო გავრცელებული. ადგილზე 8 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

იპნ