კატეგორია: მსოფლიო

კონტე – “ზაფხულში ნებას მოგცემთ, დაისვენოთ პლაჟებზე ან მთებში”

კონტე - "ზაფხულში ნებას მოგცემთ, დაისვენოთ პლაჟებზე ან მთებში"

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 10 მაისს განაცხადა, რომ იტალიელები ზაფხულს კარანტინში არ გაატარებენ და მათ არდადეგების მოწყობა შეეეძლებათ. კორიერე დელა სერასთან ინტერვიუში პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებული წესები შენარჩუნდება, მაგრამ ეს წესები ხალხს არ აიძულებს სახლში დარჩენას და არ შეუშლის მათ მიერ შვებულების გატარებას ხელს. პანდემიამ იტალიური ტურიზმი განსაკუთრებით დააზარალა, ამიტომ კონტემ მოუწოდა იტალიელებს, გამოიყენონ […]

ესპანეთში გასულ 24 საათში 2.214 ადამიანი განიკურნა და გარდაცვალების რეკორდულად მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში გასულ 24 საათში 2.214 ადამიანი განიკურნა და გარდაცვალების რეკორდულად მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კოვიდ 19-გან 2.214 ადამიანი განიკურნა. ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად კი, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 143 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება ქვეყნის პრემიერმა სანჩესმა რეგიონების პრემიერებთან ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას გააკეთა. ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ კი 621 შეადგინა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის […]

მოსკოვში საავადმყოფო დაიწვა, სადაც კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ

მოსკოვში საავადმყოფო დაიწვა, სადაც კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ

მოსკოვის 50-ე საავადმყოფოში ხანძარმა ერთი პაციენტი იმსხვერპლა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა, საიდანაც 5 პაციენტის ევაკუაცია მოხერხდა, ერთი კი დაიღუპა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში შეძლეს. შენობიდან სულ 295 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო […]

პრემიერი სანჩესი – “11 მაისიდან ესპანეთის ნახევარი გაიხსნება, ცხოვრება ხელახლა უნდა დავიწყოთ”

პრემიერი სანჩესი - "ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!"

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში სწორი მიმართულებით მიდის. სანჩესის თქმით, ორშაბათს ქვეყნის 50 პროცენტი გაიხსნება. სანჩესი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ესპანეთს მაინც მოუწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება და თითოეული მოქალაქის მოვალეობა იქნება, მიჰყვეს მითითებებს. „მოდით, ორშაბათს ისევ გავიდეთ გარეთ და ცხოვრება ხელახლა დავიწყოთ, მაგრამ აუცილებელია, სიფრთხილით […]

19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა ქუჩაში 135.000 დოლარი იპოვა

19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა ქუჩაში 135.000 დოლარი იპოვა

19 წლის სტუდენტი ხოსე ნუნიეს რომანიზი ამერიკული ალბუკერკედან მაისის დასაწყისში ქალაქის გმირი გახდა. სტუდენტმა ქალაქის ერთ-ერთ ბანკომატთან იპოვა პაკეტი, რომელშიც 20 და 50 დოლარიანების დასტები იდო, ჯამში 135.000 დოლარი. სტუდენტმა პოლიციაში დარეკა, მის მოსვლამდე კი პაკეტს დარაჯობდა დარწმუნებული იმაში, რომ ვიღაცამ გააშაყირა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ფული ნამდვილი იყო. აღმოჩნდა, რომ პაკეტი დარჩა ბანკის […]

ბარსელონაში დილის 6-დან 10 საათამდე პლაჟები გაიხსნა – “იცურავეთ და ირბინეთ!”

ბარსელონაში დილის 6-დან 10 საათამდე პლაჟები გაიხსნა - "იცურავეთ და ირბინეთ!"

ბარსელონაში მოქალაქეებისთვის 06:00 საათიდან 10:00 საათამდე სანაპიროები გაიხსნა. დროის ამ მონაკვეთში მოსახლეობას საშუალება ექნება, ზღვაში იცურაოს და პლაჟზე ირბინოს. დღეს სანაპიროებზე პოლიცია პატრულირებდა. ამასთან, ესპანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, რომელი რეგიონები გადავლენ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე. ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპი კი, სოციალური დისტანციის წესის დაცვით კაფე-ბარების, რესტორნებისა და სამლოცველოების ნაწილობრივ გახსნას გულისხმობს. შემსუბუქების მეოთხე და […]

მასობრივი ჩხუბი სომხეთის პარლამენტში – ვიდეო

მასობრივი ჩხუბი სომხეთის პარლამენტში - ვიდეო

სომხეთის პარლამენტში დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტი ფრაქცია “ნათელი მომავლის” და ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატებს შორის მოხდა. “ჩემი ნაბიჯის” ერთ-ერთი ლიდერი მმართველი პარტიის დეპუტატებს აკრიტიკებდა, რის საპასუხოდაც  ოპონენტებისგან შენიშვნა მიიღო. საბოლოოდ, ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი ტრიბუნიდან ჩამოვიდა, მმართველი ფრაქციის დეპუტატი ადგა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. ჩხუბის მომენტში პარლამენტში იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. პალიტრავიდეო

იტალიაში ქართველებმა ომის მემორიალს “ზაოდი” დააწერეს

იტალიაში ქართველებმა ომის მემორიალს "ზაოდი" დააწერეს

იტა­ლი­ის ქა­ლაქ გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ა­ში, ქარ­თველ­მა ვან­და­ლებ­მა ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­ზე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა გა­ა­კე­თეს. ზა­ო­დი – იკი­თხე­ბა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით გა­კე­თე­ბულ წარ­წე­რა­ზე, რაც ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთი უბ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა (ავ­ტო­ქარ­ხა­ნა, ზა­ო­დი). მე­მო­რი­ალ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რის ფოტო იტა­ლი­ის ქა­ლა­ქის მერ­მა ალე­სიო ვა­ლენ­ტემ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტექ­სტით: “იდი­ო­ტე­ბი – სამ­შობ­ლო­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გა­რე­შე. ღა­მით, ომში და­ცე­მუ­ლე­ბის მე­მო­რი­ა­ლი შე­ღე­ბეს. სე­რი­ო­ზუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფაა იმ […]

ირანში მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა

ირანში მომხდარ 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7 მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ დამავანდთან ახლოს, თეირანიდან დაახლოებით 55 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 00:48 საათზე მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თეირანსა და ახლომდებარე ქალაქებში იგრძნობოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ვულკანური მთა დამავანდის სამხრეთით […]

ესპანეთი 11 მაისიდან შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადადის

ესპანეთი 11 მაისიდან შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადადის

7 მაისს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ქვეყანაში თანდათან მცირდება. “ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ტრენდი,” – თქვა მან. სიმონმა ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენადაა მზად ესპანეთის ესა თუ ის რეგიონი შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადასასვლელად. “6 მაისს ქვეყნის ყველა რეგიონმა. კატალონიის და კასტილიის გარდა, 11 […]