ბარსელონაში დილის 6-დან 10 საათამდე პლაჟები გაიხსნა – “იცურავეთ და ირბინეთ!”

ბარსელონაში დილის 6-დან 10 საათამდე პლაჟები გაიხსნა - "იცურავეთ და ირბინეთ!"ბარსელონაში მოქალაქეებისთვის 06:00 საათიდან 10:00 საათამდე სანაპიროები გაიხსნა.

დროის ამ მონაკვეთში მოსახლეობას საშუალება ექნება, ზღვაში იცურაოს და პლაჟზე ირბინოს.

დღეს სანაპიროებზე პოლიცია პატრულირებდა.

ამასთან, ესპანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, რომელი რეგიონები გადავლენ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე. ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპი კი, სოციალური დისტანციის წესის დაცვით კაფე-ბარების, რესტორნებისა და სამლოცველოების ნაწილობრივ გახსნას გულისხმობს.

შემსუბუქების მეოთხე და საბოლოო ეტაპი კი, სავარაუდოდ ივნისში დაიწყება. სწორედ ივნისში გაიხსნება სანაპიროები რუჯის მისაღებად, ასევე მაღაზიები და რესტორნებიც ნაკლები შეზღუდვით იმუშავებენ.

პირველი არხი