მალავს თუ არა ჩინეთი კოვიდ 19-თან დაკავშირებულ მონაცემებს

მალავს თუ არა ჩინეთი კოვიდ 19-თან დაკავშირებულ მონაცემებსამ ბოლო დროს დასავლეთი ჩინეთს სულ უფრო მძიმე ბრალდებებს უყენებს, რომელთა მთავარი აზრი ისაა, რომ ჩინეთი მალავს კოვიდ 19-ის შესახებ მონაცემებს, ანუ აჩვენებს გაცილებით ნაკლებ ციფრებს, ვიდრე რეალურად არის.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კოვიდ 19-ით სულ 82.747 ადამიანი დაინფიცირდა.

მათგან ამ დროისთვის განიკურნა 77.084 ადამიანი, გარდაიცვალა 4.632 ადამიანი.

ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია ევროპის წამყვანი ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის მონაცემებზე.

როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ შეაქვთ ეჭვი ევროპელებს და ამერიკელებს ჩინეთის მონაცემებში.

არადა, ისინი ერთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებენ – კარანტინი, რომლითაც ჩინელებმა, მათივე თქმით, კოვიდი დაამარცხეს, ევროპასა და ამერიკაში ფიქცია გამოდგა.

ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კარანტინი ჩინური ცხოვრების ჩვეული წესისგან გაცილებით ნაკლებად განსხვავდება, ვიდრე ევროპული და ამერიკული ცხოვრებისგან.

ამიტომ, ჩინელისთვის კარანტინმა მართლა კარანტინის ფორმა მიიღო და ჩინელებმა კარანტინის ყველა აკრძალვა ზედმიწევნით შეასრულეს, ევროპასა და აშშ-ში კი კარანტინმა ბევრი ვერაფრის გაკეთება შეძლო, რადგან მათი მოსახლეობა, შეიძლება თავისდაუნებურადაც, მუდმივად არღვევს მის წესებს.

ამიტომაც გაიზარდა კოვიდთან დაკავშირებული ციფრები ევროპასა და აშშ-ში.

ასე რომ, დიდი შანსია, რომ ჩინეთის ციფრები რეალურთან საკმაოდ ახლოს იდგეს, ევროპასა და აშშ-ს კი კოვიდთან ბრძოლის სხვა ხერხი უნდა გამოეძებნათ, რაც მათი ცხოვრების წესთან უფრო ახლო იქნებოდა, ან სულაც უარი ეთქვათ კარანტინზე, როგორც ეს შვედეთმა გააკეთა და მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვით შემოფარგლულიყვნენ – სოციალური დისტანცირებით და ა.შ.