„საკუთარ აღსასრულს ვხედავდი, მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი” – რას იხსენებს ბელგიელი ექიმი

„საკუთარ აღსასრულს ვხედავდი, მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი" - რას იხსენებს ბელგიელი ექიმი“მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი”, –  ასე აღწერს ბელგიელი ექიმი კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას.

58 წლის ანტუან სესი უროლოგია, რომელიც კოვიდ 19-ით რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა.

ექიმის მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა, რის შემდეგაც ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

„საკუთარ აღსასრულს ვხედავდი, მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც გავიღვიძე და მეგობრები დავინახე“, –  აცხადებს ექიმი.

ბელგიაში კორონავირუსის სულ 38.496 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, განკურნებულია 8.757, გარდაცვლილია 5.683 ადამიანი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბელგიის მოსახლეობა მხოლოდ 11,5 მილიონია, ეს ქვეყანა კოვიდ 19-ით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულად უნდა მივიჩნიოთ.

პირველი არხი