ესპანეთში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5,478-ით გაიზარდა და 140.510 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 2.771-ით გაიზარდა და 43.208 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 629-ით მოიმატა და 13.798 გახდა.
კატეგორია: მსოფლიო
ესპანეთში გასულ დღე-ღამეში წინა 24 საათზე 1.750-ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა
იტალიაში გასულ 24 საათში ინფიცირებამ რეკორდულად მცირე რაოდენობით მოიმატა
მოსკოვში სამ მართლმადიდებელ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მართლმადიდებელი ეკლესიის სამ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდეს და ახლა მათი გამოკვლევის პასაუხს ელიან. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 300-ს გადააჭარბა, დაღუპულია 45 ადამიანი.
იტალიაში კორონავირუსისგან 100-ზე მეტი ექიმი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა ფიქსირდება სამედიცინო პერსონალშიც- ბოლო ინფორმაციით, დაავადებისგან უკვე 80 ექიმი და 21 ექთანი დაიღუპა. იტალიის ჯანდაცვის უწყების მიერ გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოებში დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დროს სულ 12 000-მდე მედიკოსი იქნა კორონავირუსით დაინფიცირებული. მხოლოდ ერთ საავადმყოფოში, ბრეშიაში 300-მდე ექიმი იქნა კოვიდ 19-ით დაავადებული. იტალიის ინფექციური დაავადებების უწყების განცხადებით, აღნიშნულ მოვლენებს ძალზე […]
ესპანეთში გასულ 24 საათში წინა დღე-ღამეზე მეტი ადამიანი განიკურნა და ნაკლები დაინფიცირდა და გარდაიცვალა
გასულ 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6.023-ით გაიზარდა. ეს 1.003-თ ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე. სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 130.759 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 3.861-ით გაიზარდა და 38.080 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 674-ით გაიზარდა და 12.418 გახდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში განკურნებულთა რაოდენობა წინა დღის მონაცემებს 155-ით აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 135-თ ჩამორჩება. ამრიგად, სამივე პარამეტრში […]
იტალიაში 1 დღე-ღამეში ბოლო 2 კვირაში ყველაზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.316-ით გაიზარდა და 128.948-ს მიაღწია. განკურნებულთა რაოდენობა 819-ით გაიზარდა და 21.815 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 525-ით გაიზარდა და 15.887-ს გაუტოლდა. ეს დღე-ღამეში გარდაცვლილთა ყველაზე მცირე რაოდენობაა 20 მარტის შემდეგ.
“ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს” – რომის პაპმა ფრანცისკემ ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა
რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა. მან მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის გამო, იზოლაციაში ყოფნისას არ იფიქრონ იმაზე, თუ რა აკლიათ, არამედ იმაზე, თუ როგორ შეუმსუბუქონ სხვებს ტანჯვა. „იქნებ ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. იქნებ არ ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც გვაკლია და ვიფიქროთ, თუ რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ […]
ირანში დაბალი რისკის ეკონომიკური აქტივობები 11 აპრილიდან განახლდება
ირანში „დაბალი რისკის“ მქონე ეკონომიკური აქტივობები 11 აპრილიდან განახლდება – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით, ყველა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური აქტივობა, თეირანის გარდა ყველგან, შაბათიდან განახლდება. ირანის მთავრობის საჯარო მოსამსახურეების ორი მესამედი შაბათიდან სახლებიდან განაგრძობს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის სახლში ყოფნის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციასთან“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო […]









