იტალიაში 1 დღე-ღამეში ბოლო 2 კვირაში ყველაზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში 1 დღე-ღამეში ბოლო 2 კვირაში ყველაზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალაიტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.316-ით გაიზარდა და 128.948-ს მიაღწია.

განკურნებულთა რაოდენობა 819-ით გაიზარდა და 21.815 გახდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 525-ით გაიზარდა და 15.887-ს გაუტოლდა.

ეს დღე-ღამეში გარდაცვლილთა ყველაზე მცირე რაოდენობაა 20 მარტის შემდეგ.