ესპანეთში გასულ 24 საათში წინა დღე-ღამეზე მეტი ადამიანი განიკურნა და ნაკლები დაინფიცირდა და გარდაიცვალა

ესპანეთში გასულ 24 საათში წინა დღე-ღამეზე მეტი ადამიანი განიკურნა და ნაკლები დაინფიცირდა და გარდაიცვალაგასულ 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6.023-ით გაიზარდა. ეს 1.003-თ ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე.

სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 130.759 გახდა.

განკურნებულთა რაოდენობა 3.861-ით გაიზარდა და 38.080 გახდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 674-ით გაიზარდა და 12.418 გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში განკურნებულთა რაოდენობა წინა დღის მონაცემებს 155-ით აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 135-თ ჩამორჩება.

ამრიგად, სამივე პარამეტრში ესპანეთს წინსვლა აღენიშნება.