კატეგორია: მსოფლიო

იტალიაში გასულ 24 საათში 1.036 ადამიანი განიკურნა, 683 გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5.210-ით გაიზარდა და 74.386 შეადგინა. განკურნებულთა რაოდენობა 1.036-ით გაიზარდა და 9.362 შეადგინა გარდაცვლილთა რაოდენობა 683-ით გაიზარდა და 7.503 შეადგინა

კადიროვი – კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც დაარღვევს კარანტინს, “მოკვლას იმსახურებს”

კადიროვი - კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც დაარღვევს კარანტინს, "მოკვლას იმსახურებს"

“კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც დაარღვევს კარანტინს, “მოკვლას იმსახურებს”, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, ინფორმაციას კი ტელეკომპანია “დოჟდი” თავის ვებ-გვერდზე, ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. “როცა ადამიანი ჯერ თავის თავს და შემდეგ სხვას უქმნის ასეთ პრობლემას, მე თუ მკითხავთ, იმსახურებს, რომ მოკლა, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მეგობრებს, ოჯახს…” – […]

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

დიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლზს კორონავირუსი, “COVID-19” დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, “BBC” ავრცელებს. ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სასახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შემოწმების შემდეგ, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ დადებითი პასუხი მიიღო. „მას კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება, ამასთანავე, თავს კარგად გრძნობს და სახლიდან მუშაობს, როგორც გასული დღეების განმავლობაში“, – ნათქვამია სასახლის განცხადებაში. შემოწმება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის […]

საფრანგეთში კორონავირუსისგან განიკურნა 3.281 ადამიანი, გარდაიცვალა 1.100 ადამიანი

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 22.304 ადამიანი. მათგან განკურნებულია 3.281 ადამიანი. გარდაცვლილია 1.100 ადამიანი

ტრამპი – “ავარიებით და გრიპით ათასობით ადამიანი იღუპება, მაგრამ ქვეყანა არ ჩერდება”

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ ორ კვირაში სრულად შეძლებს „გაიხსნას“. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს განაცხადა. „ორ კვირას ვაძლევ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას. ჩვენ იმაზე ადრე უნდა დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს ვიდრე ხალხი ფიქრობს და ჩემი კარგი მუშაობის პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ამას გადავლახავთ“,-აღნიშნა ტრამპმა. მან ვირუსი კიდევ ერთხელ […]

იტალიაში ბოლო 24 საათში განიკურნა 894 ადამიანი, გარდაიცვალა 743

იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5.249-ით გაიზარდა და 69.176 შეადგინა. განკურნებულთა რაოდენობა 894-ით გაიზარდა და 8.326-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 743-ით გაიზარდა და 6.820-ს მიაღწია.

ლომბარდიის ჯანდაცვის მეთაური – ”დღეს პირველი კარგი დღეა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა”

ლომბარდიის ჯანდაცვის მეთაური - ”დღეს პირველი კარგი დღეა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა”

ბოლო დღეებში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის და დაღუპულების კლებამ ქვეყანას მცირედი შვება მოჰგვარა. ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის მეთაურის თქმით, დღეს პირველი პოზიტიური დღეა ბოლო თვის მანძილზე. „დღეს ალბათ ყველაზე პოზიტიური დღეა ამ რთული თვის მანძილზე. ახლა გამარჯვების სიმღერის დრო არ არის, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა“,-აცხადებს ჯულიო გალერა. იპნ

იტალიაში გასულ 24 საათში წინა დღე-ღამეზე 771-ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა და 50-ით ნაკლები გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4.789-ით გაიზარდა და 63.927-ს მიაღწია. ეს 771-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 408-ით გაიზარდა და 7.432-ს მიაღწია. ეს 544-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე. გარდაცვლილთა რაოდენობა 601-ით გაიზარდა და 6.077-ს მიაღწია. ეს 50-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე.

რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 438-ს მიაღწია

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

24 საათის განმავლობაში რუსეთშ კორონავირუსით დაავადების კიდევ 71 შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღეისთვის რუსეთში 438 დაავადებულია. დაავადებულთა 60 პროცენტი მოსკოვშია, მათი რიცხვი 262-ს აღწევს. მოსკოვის მერმა დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ხანდაზმულ და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებულებს 14 აპრილამდე საკუთარ სახლებში თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.

ჰარი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა

ჰარი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა

ჰოლივუდელ პროდიუსერს, სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ ჰარი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ნიუ-იორკის შტატის სასჯელაღსრულების ოფიცერთა ასოციაციის პრეზიდენტზე, მაიკ პაუერსზე დაყრდნობით ავრცელებს. გასულ თვეს ჰარი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვაინშტაინი იმყოფებოდა ნიუ-იორკის შტატში ბუფალოს მახლობლად მდებარე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სადაც, „როიტერის“ ცნობით, 22 მარტს კორონავირუსი ორ პატიმარს დაუდასტურდა. ციხის რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში იმყოფება.