პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდადიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლზს კორონავირუსი, “COVID-19” დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, “BBC” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სასახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შემოწმების შემდეგ, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ დადებითი პასუხი მიიღო.

„მას კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება, ამასთანავე, თავს კარგად გრძნობს და სახლიდან მუშაობს, როგორც გასული დღეების განმავლობაში“, – ნათქვამია სასახლის განცხადებაში.

შემოწმება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის მეუღლესაც, თუმცა მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

1tv.ge