ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან ინფიცირებულთა რიცხვი 3.233-ით გაიზარდა. ეს 357-ით ნაკლებია წინა დღე-ღამეში ზრდის მონაცემებზე, რომელმაც 3.590 შეადგინა. სულ ინფიცირებულტა საერთო რაოდენობამ 27.980 შეადგინა. ამავე პერიოდში კორონავირუსისგან 349 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 19-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე, როდესაც კორონავირუსს 368 ადამიანი ემსხვერლა. სულ იტალიაში კორონავირუსისგან 2.158 ადამიანია გარდაცვლილი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 7.7%-ს შეადგენს. […]
კატეგორია: მსოფლიო
98 წლის ჩინელი მეცნიერი და მისი 85 წლის მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ
98 წლის ჩინელი მეცნიერი და მისი 85 წლის მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ინფორმაციას DAILYMAIL-ი ავრცელებს. გამოცემის თქმით, ისინი 18 დღიანი მკურნალობის შემდეგ ზეიჩანის საავადმყოფოდან გაწერეს. მეცნიერი ჰან ტიანქი ცნობილი ასტრონომია, რომელიც თავისი პროფესიით 63 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩინეთში. ჰანსა და მის ცოლს კორონავირუსი თებერვლის შუა რიცხვებში დაუდგინდათ. მას შემდეგ რაც მათი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა […]
ირანმა კორონავირუსის პიკი გადალახა
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, ირანმა კორონავირუსის პიკი გადალახა. ინფორმაციას სააგენტო „მეჰრი“ ავრცელებს. „ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ, მაგრამ მაინც მინდა ვურჩიო ხალხს, დარჩნენ სახლში და დაიცვან სამედიცინო პროტოკოლები“,- აღნიშნა როუჰანიმ. ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით ირანში კორონავირუსის 14.991 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობამ კი 853-ს მიაღწია.
აშშ დღეიდან კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ გამოცდებს იწყებს
ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდები ორშაბათიდან დაიწყება- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ASSOCIATED PRESS-ი მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. ახალი ვაქცინა შემოწმდება, თუ რამდენად უნარიანია იგი კოვიდ 19-ის ინფიცირებისგან ადამიანების თავდასაცავად და არსებობს თუ არა სრული გარანტია იმუნიტეტის დაცვისა იმ ვირუსული ნაწილაკებისგან, რომელთაც ინფიცირებულები ხველების დროს აფრქვევენ ჯანმრთელი ადამიანის გარშემო. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ გამოცდაში მონაწილეობს ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისე, […]
გერმანიაში კორონავირუსით 5.813 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 11
გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს აწესებს. ქვეყანა შეზღუდვებს საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან შემოიღებს; ასევე ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგთან. სასაზღვრო გასასვლელებზე შეზღუდვები აღნიშნულ ქვეყნებთან სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 5.813 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 45, გარდაცვლილია 11. დარჩენილი 5.756 ინფიცირებულიდან 5.754-ის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 2-ის კი – რთული ან კრიტიკული.
ესპანეთში გამოჯანმრთელებულია 517 ადამიანი, გარდაცვლილია 292
გასული 24 საათის მანძილზე იტალიაში 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 368 გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3.590-ით გაიზარდა და სულ 24.747 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 369-ით გაიზარდა და სულ 2.335 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 368-ით გაიზარდა და სულ 1.809-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 20.603 ადამინი (საერთო ციფრს, 24.747-ს, აკლდება გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა). მათი 92%-ის, ანუ 18.931 ადამიანის მდგომარეობა, საშუალო ან მსუბუქი […]
ჯერ ხელი დაიბანე და ხმა შემდეგ მიეცი – საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს
კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე ადგილობრივი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე განსაკუთრებული სანიტარული უსაფრთხოების ზომებია მიღებული: ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინ ხელი უნდა დაიბანოს, უბანზე მათ მადეზინფიცირებელი გელი ხვდებათ, იატაკზე სპეციალური ნიშნულებია მოთავსებული, რათა ამომრჩეველი ერთმანეთს 1 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდეს. ხელისუფლებამ ამომრჩეველს მოუწოდა არჩევნებზე საკუთარი პასტებით მოსულიყვნენ. ამასთან, რეგისტრაციის გავლის დროს მოქალაქეებმა დამცავი ნიღბები […]
ფაშინიანს და მის ცოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ცოლმა ანა აკობიანმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარეს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით“, – განაცხადა პრემიერ – მინისტრმა. […]
ჰოლანდიაში კორონავირუსის ანტისხეული აღმოაჩინეს, რომელიც ვირუსს დაბლოკავს
უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, აღმოაჩენილია კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეული. მათი განცხადებით ანტისხეული აქამდე ჯერ აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტივირუსული პრეპარატის შექმნასთან. „უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო“, – აცხადებს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი. სტატიაში მკვლევარები იტყობინებიან მონოკლონური ანტისხეულის აღმოჩენის შესახებ, რომელიც […]









