გასული 24 საათის მანძილზე იტალიაში 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 368 გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3.590-ით გაიზარდა და სულ 24.747 შეადგინა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 369-ით გაიზარდა და სულ 2.335 შეადგინა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი 368-ით გაიზარდა და სულ 1.809-ს მიაღწია.

ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 20.603 ადამინი (საერთო ციფრს, 24.747-ს, აკლდება გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა).

მათი 92%-ის, ანუ 18.931 ადამიანის მდგომარეობა, საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა, 8%-ის, ანუ 1.672-ის მდგომარეობა კი – რთული ან კრიტიკული.