აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! – ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე

აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! – ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზეახალი კორონავირუსის ინფექცია ჩინეთის ქალაქ უხანში ამერიკელ სამხედროებს შეიძლება შეეტანათ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩაო ლიციანმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.

მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი კონგრესში სიტყვით გამოდის. ვიდეოზე რედფილდი აღიარებს, რომ ზოგიერთ ამერიკელს, რომელიც ეგონათ, რომ გრიპისგან დაიღუპნენ, სიკვდილის შემდეგ კორონავირუსი აღმოუჩინეს.

„როდის გაჩნდა აშშ-ში საწყისი პაციენტი? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული…შეიძლება ამერიკელმა სამხედროებმა შემოიტანეს ეპიდემია უხანში. იყავით გამჭირვალეები! გამოაქვეყნეთ მონაცემები. აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას!“, – განაცხადა ოფიციალური პეკინის წარმომადგენელმა.