იტალიაში კორონავირუსის გავრცელებამ რელიგიური ტრადიციებში ცვლილება შეიტანა. რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ლოცვა არა ვატიკანის სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან, არამედ ბიბლიოთეკიდან ვიდეოხიდის მეშვეობით წაიკითხა. პონტიფიკოსის ქადაგებას უჩვენებდნენ წმინდა პეტრეს მოედანზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე, სადაც მორწმუნეთა შემცირებული რაოდენობა იყო. „ჩვენ ასე ვლოცულობთ სიფრთხილის გამო, როგორც ამას იტალიის ხელისუფლება გვირჩევს“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ ქადაგების დაწყებამდე.
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1.247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 36 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუს – „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1.247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მსგავსი მატება ერთი დღისთვის რეკორდული მაჩვენებელია. იტალიაში ვირუსს ბოლო 24 საათში 36 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 233-მდე გაიზარდა. ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის პრეზიდენტმა, სილვიო ბრუსაფერომ მოსახლეობას მოუწოდა, იხელმძღვანელონ მითითებებით და შეზღუდონ კონტაქტები, რაც ვირუსის შეკავების ერთადერთი ეფექტური გზაა. […]
ჩინეთში კორონავირუსის კარანტინის სასტუმრო ჩამოინგრა
უბედური შემთხვევა მოხდა ჩინეთში. მსოფლიო მედიის ყურადღება კვლავ სახალხო რესპუბლიკისკენაა მიმართული. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ის სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა. ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. პარალელურად კი მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათას გადასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში […]
იტალიაში პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა
იტალიაში პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკოლას ზიგერეტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვით თავად განაცხადა. პოლიტიკოსმა ვიდეოში აღნიშნა, რომ ახლა ის თვითიზოლაციაში იმყოფება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო მონაცემებით იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 4 636 ადამიანია დაინფიცირებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 197-ს აღწევს.
იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 197 ადამიანი არის გარდაცვლილი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 3.916-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა სულ 523 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი აქვეყნებს. კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიის მთელ ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულებები დაიხურა სულ მცირე 15 მარტამდე, გაუქმდა საზოგადოებრივი ღონისძიებები. რუსთავი 2
ფრანგი დეპუტატი კორონავირუსით დაავადდა
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ელზასელი დეპუტატი, 68 წლის ჟან ლუკ რეიტზერი, კორონავირუსის დიაგნოზით ქალაქ მიულუზის საავადმყოფოში მოათავსეს. ეს ქალაქი სტრასბურიდან სამხრეთში 100 კმ-ში მდებარეობს. მის მდგომარეობას ექიმები სერიოზულად აფასებენ. მან ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა ბოლოს 25 თებერვალს მიიღო. მიულუზის რეგიონი საფრანგეთში კორონავირუსის კერად ითვლება, რადგან კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა თებერვალში, ამ ქალაქში გამართული ევანგელური შეკრების შემდეგ, […]
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. დღეს გარდაცვალების 41 შემთხვევა დადასტურდა, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობაა. გაიზარდა ინფიცირების შემთხვევებიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3858 შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიაშია, სადაც 98 ადამიანია გარდაცვლილი. პირველი არხი
ცემა-ტყეპა თურქეთის პარლამენტში – ვიდეო
თურქეთის პარლამენტში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკის გამო დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს თურქეთის მმართველი პარტიისა და „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი დეპუტატ ენგინ ოზქოჩის განცხადება გახდა, რომელმაც ერდოღანი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და სამარცხვინო უწოდა. ამასთანავე, მან თურქეთის პრეზიდენტს სირიაში იდლიბის პროვინციაში მოკლული თურქი სამხედროს მიმართ უპატივცემულობაში დასდო ბრალი. ოზქოჩის თქმით, ერდოღანი […]
უკრაინის ახალი პრემიერი დენის შმიგალი გახდა
უკრაინის უმაღლესმა რადამ, რიგგარეშე სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროცედურის თანახმად, ახალმა პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს რადას მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის კანდიდატურებს ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს. ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს, მიიღო დადგენილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი 411 დეპუტატიდან, […]
უკრაინის რადამ პრემიერი გონჩარუკი გადააყენა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადაყენების შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი 411 დეპუტატიდან, 353-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შედეგად ითვლება, რომ გადამდგარია მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა. ალექსეი გონჩარუკი უკრაინის რადამ აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის 29 აგვისტოს აირჩია. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რადას სთავაზობს, პრემიერ-მინისტრად დანიშნოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დენის შმიგალი. იპნ








