თურქული მედიის ცნობით, 24 იანვარს, 21:55 წუთზე თურქეთში, ქალაქ მალატიაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქი მალატიაა, სადაც 762 000 ადამიანი ცხოვრობს. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც. ბიძგები იგრძნეს სამცხე-ჯავახეთშიც. პრაიმ ტაიმი
კატეგორია: მსოფლიო
ესპანეთში შტორმ გლორიას 8 ადამიანი ემსხვერპლა
8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შტორმ “გლორიას” ესპანეთში. მაშველები 4 დაკარგულს ეძებენ, დაკარგულებს შორის ერთი ბრიტანეთის მოქალაქეა. აღმოსავლეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ 14 მეტრს მიაღწია. 30-ზე მეტ პროვინციაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 2003 წლის შემდეგ შტორმი “გლორია” ესპანეთში ყველაზე მასშტაბურია. რუსთავი 2
ირანში ქასემ სოლეიმანის მეგობარი გენერალი მოკლეს
ირანში, ნიღბიანმა პირებმა უსაფრთხოების ძალების მეთაური, გენერალი აბდოლჰოსეინ მოჯადამი მოკლეს. მედიის ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსანი, ბაღდადის აეროპორტში მოკლული ქასემ სოლეიმანის მოკავშირე იყო და რევოლუციური გვარდიის ბასიჯის ძალებს ხელმძღვანელობდა. ირანული მედიის ცნობით, მკვლელობა ხუზესტანის პროვინციაში მოხდა, სადაც ნიღბიანმა პირებმა, რომლებიც მოტოკიცლეტებით გადაადგილდებოდნენ, მოჯადამის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბასიჯის დანაყოფები აქტიურად მონაწილეობდნენ მშვიდობიანი […]
აშშ-ში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა. ჩინეთიდან წამოსული ახალი კორონავირუსი ოთხ სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. ვირუსით გამოწვეულმა პნევმონიამ 9 ადამიანი იმსხვერპლა. აღნიშნული ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 400 აჭარბებს. ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დააფიქსირეს. დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები […]
რუსეთის სასტუმროში ცხელი წყლის მილის გასკდომას 5 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, ქალაქ პერმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ცხელი წყლის მილი გასკდა, რის შედეგედაც 5 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 3 ადამიანი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, სასტუმროს იატაკი მდუღარე წყლით დაიტბორა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
პარაგვაის ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა
პარაგვაის ციხიდან სულ მცირე 75 პატიმარი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრებმა მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს,რომლის მეშვეობითაც საპატიმროს თავი დააღწიეს. CNN-ის ინფორმაციით, გაქცეულთა უმრავლესობა ბრაზილიის კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. შს მინისტრის ცნობით, გაქცეულები „ძალიან საშიში“ ადამიანები არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანმა ბრაზილიაში გადასვლა უკვე მოახერხა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსი გონჩარუკი გადადგა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ალექსი გონჩარუკმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ წერილი გაუგზავნა. „მე ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის პროგრამის შესასრულებლად დავინიშნე. ის ჩემთვის ღიაობის და წესიერების მაგალითია“,-დაწერა გონჩარუკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაიფანტოს ეჭვები მათ მიერ „პრეზიდენტის პატივიცემისა და ნდობასთან დაკავშირებით“. ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც […]
რუსეთის ახალი პრემიერი მიხეილ მიშუსტინი გახდა
რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინისმთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი წასულა. შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით გუშინ გადადგა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა წამოაყენა.
იაპონიის გარემოს დაცვის მამაკაცი მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში გადის
იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში გასვლას აპირებს, რათა მაგალითი მისცეს ქვეყანაში დასაქმებულ მამებს, მეტად ჩაერთონ ბავშვის გაზრდის პროცესში. „თუ ჩვენ არ შევცვლით ვითარებას, მთავრობაში დასაქმებულები სავარაუდოდ არ გავლენ დეკრეტულ შვებულებაში“, -განაცხადა შინჯირო კოიზუმიმ. იაპონიის მთავრობის მდივნის, იოშიჰიდ შუგას თქმით, ის იმედოვნებს, რომ კოიზუმის გადაწყვეტილება დადებით გავლენას მოახდენს მამების მეტ ჩართულობაზე ბავშვების აღზრდაში. ცნობისთვის, იაპონია მოსახლეობის […]
პუტინმა ახალ პრემიერად მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმას რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა. „ვლადიმერ პუტინმა მიხეილ მიშუსტინთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. მისგან თანხმობის მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა სახელმწიფო დუმას წარუდგინა“ ,- განაცხადეს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში. ცნობისთვის, დღეს რუსეთის მთავრობა გადადგა. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი […]










