საბერძნეთში, კალამატაში, უპრეცედენტო ვანდალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 12, 15 და 21 წლის ბიჭები სასაფლაოზე დადიოდნენ და გარდაცვლილები საფლავებიდან ამოჰყავდათ, რადგან ეგონათ, რომ რაიმე ძვირფასი ნივთი ექნებოდათ ჩატანებული და გაძარცვავდნენ. სანახაობა კი, რომელსაც ისინი ტოვებდნენ, ენით აღუწერელია. ბოლოს მათ კალამატაში ცნობილი ექიმის მეუღლის საფლავი გატეხეს, ქალის ცხედარი ზემოთ ამოიტანეს, ფეხი-ფეხზე გადაადებინეს და სახით სასაფლაოსკენ დასვეს. […]
კატეგორია: მსოფლიო
რატომ გააძევეს ბულგარეთიდან 2 რუსი დიპლომატი
ვინ არიან დიმიტრი იაროშენკო და ალექსანდრ ხვატოვი 24 იანვარს ბულგარეთმა გადაწყვიტა მორიგი ორი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება. ეს კვლავ ჯაშუშობისა და დიპლომატებისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო მოხდა. რუსეთის საგარეო სამინისტრო და კრემლი შოკირებულები არიან, რადგან უმცროსმა სლავმა ძმებმა 3 თვის წინაც ქვეყნიდან რუსი დიპლომატი ვლადიმერ რუსიაევი გაუგდეს. აშკარაა, რუსი დიპლომატების უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაზე რეაგირება ბალკანეთში […]
კუბასთან მიწისძვრა მოხდა – ბიძგები აშშ-ის ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდა
კუბის სამხრეთით და იამაიკის ჩრდილო-დასავლეთით 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. სტიქიის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრა ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდა. ამერიკული მედია მიწისძვრის დროს მაიამიში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც რამდენიმე შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. სტიქიის შემდეგ იამაიკაზე, კუბასა და კაიმანის კუნძლებზე მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო. ამ ეტაპზე, ნგრევისა […]
კობი ბრაიანტის შვეულმფრენს სომეხი არა ზობაიანი მართავდა – 50 წლის პილოტმა შვეულმფრენი დასახლებულ პუნქტს გაარიდა
კობი ბრაიანტის შვეულმფრენს, რომელიც 26 იანვარს ჩამოვარდა, სომეხი პილოტი არა ზობაიანი მართავდა. არა ზობაიანზე ისაა ცნობილი, რომ ის ბრაიანტების ოჯახის ახლობელი იყო. მსხვერპლი გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა შვეულმფრენის პილოტის მოქმედება. იუწყებიან, რომ 50 წლის მფრინავმა ბოლო მომენტში მოახერხა საფრენი აპარატის დასახლებული ტერიტორიიდან გარიდება.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ „მწვანე ბარათის“ მიღების პირობის გამკაცრების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, იმ ლეგალური მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში სოციალური დახმარებით სარგებლობას საჭიროებენ, „მწვანე ბარათის“ მიღება რთულდება. „როიტერსის“ ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ნორმა დაბლოკა. გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, კანონის ახალი ნორმა მთელს ქვეყანაში დაამკვიდროს, გარდა ილინოისის შტატისა, სადაც ქვედა […]
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ ონლაინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროვინციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია. რაც შეეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4, 515 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გუშინ აშშ-მ და კანადამ […]
ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 83 მგზავრი იყო
ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოინგ 737-400 ქაბულის აღმოსავლეთით, ღაზნის რეგიონში ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში დაახლოებით 83 მგზავრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა.
კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
კიევში ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში 67 პაციენტის ნიმუშის გამოკვლევის თანახმად, 12 ადამიანს სხვადასხვა სახის ვირუსით დაავადება დაუდგინდა, რომელთა შორის ერთ შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა,- ინფორმაციას აქვეყნებს unian-ი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის საოლქო ლაბორატორიაზე დაყრდნობით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული პიროვნება უკრაინის მოქალაქეა. უკრაინის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, მედიკოსებმა კორონავირუსის ანალოგიური სიმპქომები აღმოაჩინეს 3 ადამიანზე, თუმცა ლაბორატიული გამოკვლევების შედეგად, […]
ტრამპი – “კობი ახლა იწყებდა ცხოვრებას…”
კობი ბრაიანტის ტრაგიკულ დაღუპვას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერში გამოეხმაურა: “მიუხედავად იმიდა, რომ კობი ბრაიანტი ყველა დროის უდიდესი კალათბურთელი იყო, ის ახლა იწყებდა ცხოვრებას. მას ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და ფიქრობდა მომავალზე. მისი ქალიშვილის, ჯინას, დაღუპვა, ამ ყველაფერს კიდევ უფრო საშონელს ხდის. მელანია და მე ვუცხადებთ გულწრფელ თანაგრძნობას ვანესას და კობის მთელ ოჯახს. ღმერთი თქვენთანაა.”
ჩინეთში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა – 2.000 დაავადებულია
ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია 2 ათასამდე ადამიანი, მათგან 300 ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით სავარაუდოდ 2 ათას 700-მდე ადამიანია კიდევ დაავადებული, თუმცა მათი დიაგნოზი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქალაქ უხანიდან, სადაც ეპიდემია სწრაფად ვრცელდება, საკუთარი დიპლომატებისა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქიდან მოქალაქეების […]










