აშშ-ში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდაამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.

ჩინეთიდან წამოსული ახალი კორონავირუსი ოთხ სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. ვირუსით გამოწვეულმა პნევმონიამ 9 ადამიანი იმსხვერპლა.

აღნიშნული ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 400 აჭარბებს.

ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დააფიქსირეს. დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და უხანიდან ჩასული მგზავრების სამედიცინო შემოწმება დაიწყო.