კატეგორია: მსოფლიო

ჯონსონი – “პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა”

ბორის ჯონსონი - "უკრაინაში შეჭრით პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა"

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში „გიჟურ, მაჩო ომს“ არ დაიწყებდა. „პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, მაგრამ რომ ყოფილიყო, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის წამოიწყებდა შეჭრისა და ძალადობის გიჟურ, მაჩო ომს,“- აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, ის, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს, „ტოქსიკური მასკულინიზმის“ მაგალითია. “თუ […]

„ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს“ – უკრაინის პირველმა ლედი

„ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს“ – უკრაინის პირველმა ლედი

ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს, – ამის შესახებ  უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. „ძალიან რთულია ხუთი თვის განმავლობაში გაძლება. ჩვენ უნდა დავაგროვოთ ძალა, უნდა დავზოგოთ ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ. უკრაინის პირველმა ლედიმ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ტერორიზმი უწოდა.

თურქეთი მხარს უჭერს ფინეთის და შვედეთის ნატოში შესვლას

თურქეთი მხარს უჭერს ფინეთის და შვედეთის ნატოში შესვლას

თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს “ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გაწევაზე” მადრიდში ნატოს სამიტზე შეხვედრის შემდეგ. „ნატოში ჩვენი გაწევრიანების კონკრეტულ ნაბიჯებზე ნატოს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის […]

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი ადმინისტრაციამ საჰაერო განგაშის დროს არ დახურა

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი ადმინისტრაციამ საჰაერო განგაშის დროს არ დახურა

კრემენჩუკში სავაჭრო-გასართობი ცენტრი, ადმინისტრაციამ საჰაერო განგაშის დროს არ დახურა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ვიტალი მალეცკი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. როგორც მერი წერს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცენტრის ადმინისტრაციამ 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საჰაერო განგაშის დროს, დაწესებულება არ დაიხურებოდა. ქალაქის მერის თქმით, საჰაერო განგაშის იგნორირება, დანაშაულია. „როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ […]

ტეხასში სატვირთოში 42 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს

ტეხასში სატვირთოში 42 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 42 ადამიანი, სავარაუდოდ მიგრანტები, გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. New York Times-ის ინფორმაციით, სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო […]

იორდანიის პორტში ქლორი აფეთქდა – 13 ადამიანი დაიღუპა

იორდანიის პორტში ქლორი აფეთქდა - 13 ადამიანი დაიღუპა

იორდანიაში, აქაბას პორტში ქლორის ავზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა. მედიის ინფრომაციით, აფეთქება 25 ტონა ქლორით დატვირთული ტანკერის ტრანსპორტირებისას პორტთან შეჯახებამ გამოწვია. სპეციალისტების თქმით, ამ დროსათვის ჰაერში გავრელებული მომწამვლელი აირები საფრთხეს არამხოლოდ აქაბას 188 000 მცხორებს, არამედ მეზობლად მდებარე ისრაელის ქალაქ იელატსაც უქმნის, სადაც 50 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აქაბას ჯანდაცვის […]

სამხრეთ აფრიკის ღამის კლუბში 22 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ აფრიკის ღამის კლუბში 22 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისტ-ლონდონში, ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების გარემოებების დასადგენად. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 18-დან 20 წლამდეა. ადგილობრივი გამოცემა, DispatchLive-ი იუწყება, რომ წინასწარი ინფორმაციით, ცხედრებს ტრავმის კვალი არ აქვთ. იპნ

მიხაილო პოდოლიაკი – “რისი უნდა გვეშინოდეს?”

მიხაილო პოდოლიაკი - "რისი უნდა გვეშინოდეს?"

რაკეტები, სტრატეგიული ავიაცია, აკრძალული ფოსფორის ჭურვები – ყველაფერი დაფრინავს უკრაინის ქალაქებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს. მისივე თქმით, როდესაც საუბარია მოსალოდნელ ესკალაციაზე, საინტერესოა, რისი უნდა ეშინოდეს უკრაინელ ხალხს. „როდესაც 2022 წლის ივნისში მესმის „ესკალაციის რისკის“ შესახებ, ერთი კითხვა მიჩნდება: რისი უნდა გვეშინოდეს? იქნებ პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ახლა რა ხდება? […]

ადამიანის უფლებები – მომიტინგეები სასამართლოს თურქეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებები - მომიტინგეები სასამართლოს თურქეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებენ

დღეს თურქეთიდან ლტოლვილებმა ევროპული სასამართლოს  წინ დემონსტრაცია გამართეს. მათი მოთხოვნაა: შეწყდეს თურქეთის მიმართ არაკეთილსინდისიერი მოპყრობა. სტრასბურგი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო(აუეს) გახდა კრიტიკის ობიექტი. ამის მიზეზი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ვალდებულია წლების განმავლობაში ელოდოს, რომ მათი საქმეები ევროპულმა სასამართლომ განიხილოს. ისეთი ჟურნალისტები როგორებიც არიან Mehmet Baransu, Mustafa Ünal და Hidayet Karaca შვიდ წელზე მეტია […]

კიევში მაშველებმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინეს

კიევში მაშველებმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინეს

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში, რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 7 წლის გოგონა გამოიყვანეს, ის ცოცხალია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მტრის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, საერთო ფართით დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი, დაზიანდა შენობები 1-დან მე-7 სართულამდე და ნაწილობრივ განადგურდა – 7, 8 და 9 სართულები. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები.