ტეხასში სატვირთოში 42 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს

ტეხასში სატვირთოში 42 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვესაშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 42 ადამიანი, სავარაუდოდ მიგრანტები, გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

New York Times-ის ინფორმაციით, სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ ქვეყნის კონსული შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, მაგრამ დასძინა, რომ გარდაცვლილთა ეროვნება ჯერ კიდევ უცნობია.

იპნ