კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი ადმინისტრაციამ საჰაერო განგაშის დროს არ დახურა

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი ადმინისტრაციამ საჰაერო განგაშის დროს არ დახურაკრემენჩუკში სავაჭრო-გასართობი ცენტრი, ადმინისტრაციამ საჰაერო განგაშის დროს არ დახურა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ვიტალი მალეცკი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

როგორც მერი წერს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცენტრის ადმინისტრაციამ 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საჰაერო განგაშის დროს, დაწესებულება არ დაიხურებოდა. ქალაქის მერის თქმით, საჰაერო განგაშის იგნორირება, დანაშაულია.

„როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ ჩატში განაცხადა, რომ 23 ივნისიდან სავაჭრო ცენტრი არ დაიხურება საჰაერო განგაშის დროს“, – წერს მალეცკი

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს რუსებმა 2 რაკეტა ესროლეს. სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. პოლტავას ოლქის ტერიტორიაზე სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.