„ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს“ – უკრაინის პირველმა ლედი

„ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს“ – უკრაინის პირველმა ლედიჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს, – ამის შესახებ  უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ძალიან რთულია ხუთი თვის განმავლობაში გაძლება. ჩვენ უნდა დავაგროვოთ ძალა, უნდა დავზოგოთ ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

უკრაინის პირველმა ლედიმ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ტერორიზმი უწოდა.