კატეგორია: მსოფლიო

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.  სამეფო ოჯახში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო შეწუხებულები არიან. მით უმეტეს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტისას კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონიდან უინძორისკენ მიემართებოდნენ. წყვილი აპირებს დაშავებულ ქალს ყვავილების თაიგული გაუგზავნოს. იმედინიუსი

იაპონიაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ხელისუფლება მოსახლეობას ცუნამის საშიშროებაზე აფრთხილებს

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოდან 230 მილის დაშორებით ზღვის დონიდან 6 მილის სიღრმეზე მდებარეობდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აცხადებს, რომ შესაძლებელია კუნძულ ჰონსიუს ნაპირებს 0,2-1,0-მეტრიანი ცუნამი დაატყდეს თავს. მისივე ცნობით, რეგიონში მდებარე ატომურ ელექტროსადგურ კასივაძაკი-კარივაზე არანაირი პრობლემები არ დარეგისტრირებულა. ნიუპოსტი

მერკელი ზელენსკისთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა – ვიდეო

ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა. ინციდენტი დახვედრის ცერემონიისას მოხდა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს გერმანიის კანცლერს შეეტყო, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ცერემონია არ შეწყვეტილა. სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერის ცუდად გახდომის მიზეზი მაღალი სიცხე გახდა. დახვედრის ცერემონიის დროს ჰაერის ტემპერატურა ბერლინში 30 გრადუსზე მაღალი იყო. მომხდარის შეესახებ კანცლერს შეკითხვა პრესკონფერენციის დროსაც დაუსვეს, რაზეც მან […]

კაიროში სასამართლოზე ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გარდაიცვალა

კაიროში, სასამართლოს მსვლელობისას ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,სასამართლო სხდომა ჯაშუშობის საქმეს განიხილავდა, რომელშიც მურსი მთავარი ბრალდებული იყო. ექსპრეზიდენტმა სხდომაზე სიტყვა ითხოვა, თუმცა მოულოდნელად გარდაიცვალა. მუჰამედ მურსი 67 წლის იყო. ის ეგვიპტის პრეზიდენტად 2012 წელს აირჩიეს. ის პირველი პრეზიდენტი გახდა ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ, რომლის დროსაც პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გადადგა. მუჰამედ მურსი არჩევიდან […]

“სააკაშვილის ასეული” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის საარჩევნო მარათონში ჩაერთო და სია წარადგინა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების მარათონში ერთვება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს კიევში პრესკონფერენცია გამართა და პარტია ახალი ძალების მოძრაობის საარჩევნო სია წარადგინა. საპარლამენტო სიაში არიან თავად მიხეილ სააკაშვილი და დავით სიყვარულიძე. ასევე უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოლეს დონი, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე კონსტანტინ ბუშუევი, ხარკოვის საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი ბულახი, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის […]

ომანის ყურეში ქართველი მეზღვაური სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა – რამდენიმე ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს

მასშტაბური თავდასხმა ომანის ყურეში, სადაც ქართველი მეზღვაური სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა – ცეცხლი რამდენიმე ტანკერს ერთდროულად გაუხსნეს, რასაც ხანძარი და აფეთქებები მოჰყვა. შემთხვევის დროს ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ხმელეთზე გადაყვანა დროულად მოხერხდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ომანის […]

დიდი ბრიტანეთი – კონსერვატორების არჩევნების პირველი ტური ბორის ჯონსონმა მოიგო

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში კონსერვატორმა დეპუტატებმა პარტიის ლიდერის არჩევნების პირველი ტური ჩაატარეს. დიდი უპირატესობით პირველ ადგილზეა ბორის ჯონსონი (114 ხმა). მეორე ადგილზეა ჯერემი ჰანტი (43), მესამეზე მაიკლ გოუვი (37). პირველ ტურში ათიდან 3 კანდიდატი გამოვარდა. მეორე ტური მომავალ კვირაში ჩატარდება. 20 ივნისისთვის დეპუტატებმა 2 პრეტენდენტი უნდა დატოვონ და ამ ორიდან ლიდერს უკვე პარტიის ყველა წევრი […]

საუდის არაბეთში აბჰას საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს

12 ივნისს, იემენელმა ამბოხებულებმა დაბომბეს აეროპორტი რაკეტების გამოყენებით,რომლის შემდეგაც მძიმედ დაიჭრა 26 ადამიანი.აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი არაბული კოალიციის ლიდერმა ,რომელიც ხელმძღვანელობს ოპერაციას იემენელი ამბოხებულების წინააღმდეგ განაცხადა,რომ აუცილებლად გამოიძიებენ აღნიშნულ ფაქტს და მკაცრად დასჯიან შემთხვევაში უშუალოდ მონაწილეების გარდა იმ მხარესაც,რომელმაც ამბოხებულებს მიაწოდა ფრთოსანი რაკეტები.

პედოფილებს ქიმიური კასტრაციით დასჯიან – ამერიკაში ახალი კანონი მიიღეს

ალაბამამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც პედოფილებს ციხის დატოვებამდე ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ BBC წერს. კანონი იმ პატიმრებზე გავრცელდება, რომლებიც 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობისთვის არიან გასამართლებულნი. ისინი იძულებულები იქნებიან ციხის დატოვებამდე მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების გამომუშავებას აჩერებს. სასამართლო ინდივიდუალურად გადაწყვეტს, როდის აღარ იქნება ამ პროცედურის შესრულება კონკრეტული ადამიანისთვის საჭირო. თუ დამნაშავე მედიკამენტების მიღებაზე […]

აფეთქება რუსულ ტანკერზე – 3 მეზღვაური დაიღუპა

აფეთქება რუსულ ტანკერზე – ინციდენტს სამი მეზღვაური ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მახაჩყალის პორტში ნავთობის გადმოტვირთვის დროს მოხდა. სამივე მეზღვაური ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ამდენივე ადამიანი. ისინი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. მაშველები კიდევ ერთ დაკარგულ მეზღვაურს ეძებენ. გავრცელებული ცნობით, ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის გამო პორტი დროებით დაიხურა. რუსთავი 2