ომანის ყურეში ქართველი მეზღვაური სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა – რამდენიმე ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს

მასშტაბური თავდასხმა ომანის ყურეში, სადაც ქართველი მეზღვაური სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა – ცეცხლი რამდენიმე ტანკერს ერთდროულად გაუხსნეს, რასაც ხანძარი და აფეთქებები მოჰყვა.

შემთხვევის დროს ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ხმელეთზე გადაყვანა დროულად მოხერხდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ომანის ყურეში თავს დაესხნენ ასევე ნორვეგიული დროშის ქვეშ მცურავ გემსაც, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა. სამაშველო სამსახურმა ევაკუაციის შემდეგ მეზღვაურები ირანის პორტში გადაიყვანა.

თავდასხმის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ გემებს ჭურვები ან ზღვის ნაღმები მოხვდა.

ომანის ყურე ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას აკავშირებს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019