კატეგორია: მსოფლიო

ვაშინგტონში ლგბტ აქციაზე სროლა ატყდა – ვიდეო

გუშინ, 8 ივნისს, ვაშინგტონში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაზე სროლა იყო, რამაც პანიკა გამოიწვია. პანიკის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გარბიან აქციის მონაწილეები. პოლიციაში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შეტყობინება შეიარაღებული მამაკაცის შესახებ, რომელიც აქციაზე ისროდა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს. ჯერ უცნობია, ისროდა თუ არა ის აქციის […]

ინციდენტი სოფიკო შევარდნაძესა და პუტინს შორის – “ის ორსულადაა, მე რა შუაში ვარ?“

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჩინეთის, სომხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის და რუსეთის ლიდერებს შორის დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი Russia Today-ის ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე იყო. დისკუსიის ბოლოს, სოფიკო შევარდნაძეს სურდა Russia Today-ისა და სააგენტო Sputnik-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის შესახებ მიეწოდებინა ფორუმის მონაწილეებისთვის ინფორმაცია, რომელიც რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში ალექსეი ნავალნის შტაბის წევრთან კამათის შემდეგ მიღებული სტრესის გამო […]

ამერიკის ვიზის მსურველმა სოცქსელებში საკუთარ ექაუნთზე ინფორმაცია უნდა წარადგინოს

ამერიკის ხელისუფლებამ უცხოელებისთვის აშშ-ის ვიზების მისაღებად ახალი წესი შემოიღო. ამის შესახებ Hill.TV იუწყება. 2019 წლის 31 მაისიდან ყველა ადამიანმა, ვისაც ამერიკის ვიზის მიღების სურვილი აქვს, ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში საკუთარი ექაუნთის შესახებ. აღნიშნული წესი ქვეყანას დაეხმარება პოტენციური საფრთხეებისა და ტერორის თავიდან არიდებაში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ თუკი ვიზის მიღების მსურველი იცრუებს, რომ […]

ვენეციის პორტში საკრუიზო გემი სასეირნო თბომავალს შეეჯახა – ვიდეო

საკრუიზო ლაინერმა, ვენეციის პორტში შესვლისას, მართვა დაკარგა და ნავმისადგომსა და ტურისტულ თბომავალს შეეჯახა. ამის შესახებ ადგილოპბრივი მედია იუწყება. საკრუიზო ხომალდი Opera, რომელიც კომპანია MSC-ის ეკუთვნის, სან ბაზილიოსკენ მიემართებოდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, საბუქსირე ბაგირი გაწყდა, რომლითაც საკრუიზო ხომალდები ქალაქის არხებში შეჰყავთ. გემმა სვლა ვერ შეაჩერა, რისი მიზეზიც ძლიერი დინება გახდა. საკრუიზო […]

რუსეთში იარაღის ქარხანაში რამდენიმე აფეთქება მოხდა – დაშავდა 40 ადამიანი – ვიდეო

რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში, იარაღის ქარხანა „კრისტალში“ ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა. აფეთქებები საკმაოდ მძლავრი იყო და მას ხანძარიც მოჰყვა, – იუწყება „გაზეტა.რუ“. დაშავებულია 40 ადამიანი. მათგან 15 საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, ტროტილის საამქროში აფეთქებების მიზეზი სამუშაოების წარმოებისას ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალი აფეთქებები მოსალოდნელი არ არის. მან ასევე თქვა, რომ გარემოს ქიმიური […]

იაპონიამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრა

იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ივნისში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს არ გააფორმოს. ამის შესახებ „გაზეტა.რუ“ იაპონურ „ასაჰიზე“ დაყრდნობით უწყება. იაპონურმა გაზეთმა ხელისუფლებაში საკუთარი წყაროებისგან მოიპოვა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა და ტოკიომ ვერ გადალახეს წინააღმდეგობები უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ზოგიერთი ისტორიული მომენტის თაობაზე. მოლაპარაკებები ამ ურთულეს საკითხზე გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ გაგრძელდება. იაპონელები შეშფოთებულები არიან აგრეთვე რუსეთის სამხედროების […]

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობას მეორე ვადითაც აპირებს – “კამპანიაში 18 ივნისს ორლანდოდან ჩავერთვები”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭისყრას მეორე ვადითაც აპირებს. ამის შესახებ მან ტვიტერში 1 საათის წინ დაწერა. “მე განვაცხადებ, რომ ვაპირებ საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვას 18 ივნისს ორლანდოში, ფლორიდაში 20.000-იან ემვეი ცენტრში პირველ ლედი მელანიასთან, ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსისა და მეორე ლედი კარენ პენსისთან ერთად. შემოგვიერდით ჩვენს ისტორიულ რბოლაში.” ამავე ტვიტში ტრამპმა მიუთითა ადგილი, […]

აშშ-ში ყოფილმა სახელმწიფო მოსამსახურემ 12 ადამიანი მოკლა

აშშ-ში, ქალაქ ვირჯინია ბიჩში, ყოფილმა სახელმწიფო მოსამსახურემ 12 ადამიანი მოკლა და სულ მცირე 6 დაჭრა. პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, დაღუპულია. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ქალაქის ერთ-ერთ მუნიციპალურ კომპლექსში სროლა დაიწყო ადგილობრივი დროით დაახლოებით 16 საათზე. ეს შენობა მერიასთან და სასამართლოსთან ახლოს არის. იქ განთავსებულია კომუნალური სამსახურების ოფისები. როგორც ირკვევა, დამნაშავე წლების განმავლობაში ქალაქის კომუნალურ სფეროში მუშაობდა […]

პუტინის რეიტინგი 32%-მდე დაეცა – პესკოვი სოციოლოგებისგან ახსნას ითხოვს

რუსეთში ბოლო რამდენიმე დღეა სოციოლოგები და პოლიტიკოსები აქტიურად განიხილავენ პუტინის დაბალი რეიტინგის შესახებ მონაცემებს. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ მიმართულებით ანალიზის ჩატარება და გარკვევა მოითხოვა: ბოლოს და ბოლოს პუტინის რეიტინგები ეცემა თუ იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 32 პროცენტის ფარგლებშია, ხოლო ელექტორალური იზრდება და სხვადასხვა კვლევებში 50-იდან 65 პროცენტამდეა. სოციოლოგები განმარტავენ, […]

ნეტანიაჰუმ კოალიცია ვერ შექმნა – ისრაელის პარლამენტმა საკუთარი თავი დაშალა

ისრაელის ქნესეთმა მიიღო თვითდაშლის გადაწყვეტილება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს. ისრაელის პარლამენტმა საკანონმდებლოორგანოს დათხოვნას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო. პარლამენტმა თავის დათხოვნას 74-ი 45-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა, რათა მემარჯვენე ფრთის კოალიცია ჩამოეყალიბებინა გასული თვის არჩევნების შემდეგ. ეს პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, […]