კატეგორია: მსოფლიო

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 25.3%. ეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. პირველ ტურში უფრო მეტი ხმა ასევე ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო.

შრი-ლანკაში 3 სასტუმროსა და 3 ეკლესიაში ერთდროულად აფეთქებები მოხდა – 140 ადამიანი დაიღუპა

შრი-ლანკაში 3 სასტუმროსა და 3 ეკლესიაში ერთდროულად აფეთქებები მოხდა. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 140 ადამიანს აღწევს, დაშავებულთა რიცხვი კი – 400-ს. აფეთქების დროს ეკლესიებში სააღდგომო წირვა მიმდინარეობდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ორ ლოკაციაზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ასევე, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულებს შორის უცხოელები არიან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრამასინგხემ დაგმო ქვეყანაში მომხდარი ტერაქტები. ამ ეტაპზე […]

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,1 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპირზე მდებარეობდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სტიქიის გამო დროებით შეწყდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა. სკოლებიდან მოსწავლეების ევაკუაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. პირველი არხი

საზარელი ავარია პორტუგალიაში – გერმანელი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა – 28 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიაში მადეირას კუნძულზე ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მთიან გზაზე მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. ინციდენტი ქალაქ კანიშოსთან მოხდა. “შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე ის საშინელება, რაც ვიხილე” – თქვა ქალაქის მერმა ფილიპე სოუზამ. მისი თქმით, ავტობუსში ძირითადად გერმანელი ტურისტები ისხდნენ, თუმცა არაა გამორიცხული, მძღოლს რამდენიმე ადგილობრივი მგზავრიც ჩაესვა. “დაღუპულია […]

პერუს ექსპრეზიდენტი, რომელმაც დაკავებისას თავის მოკვლა სცადა, გარდაიცვალა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალან გარსია პერესი, რომელმაც დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველები მის დაკავებას კორუფციის ბრალდებით, ცდილობდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გარსიას სახლში მოხდა, რა დროსაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი კისრის არეში მოახდინა. ალან გარსია პერუს პრეზიდენტის თანამდებობა ორჯერ ეკავა :1986-1990 და 2006-2011 წლებში. მას ბრალად ერთ-ერთი უმსხვილესი […]

ნოტრ დამის აღსადგენად შემოწირულებამ 1 მილიარდ ევროს მიაღწია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს. თანხები ძირითადად მსხვილმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა გადარიცხეს. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ინტერნეტ-პორტალი გაიხსნება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს შემოწირულების გაღებას. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფრანგი მილიარდერის, პინოების ოჯახმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო. 200 მილიონი ევრო კი […]

ნოტრ დამში მაცხოვრის გვირგვინი სახანძროების კაპელანმა ფურნიემ გადაარჩინა

საფრანგეთში სახანძრო ბრიგადის კაპელან ჟან-მარკ ფურნიეს ნამდვილ გმირად მოიხსენიებენ. არსებული ინფორმაციით, სწორედ მან შეძლო ცეცხლის ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან ქრისტიანული რელიკვიების, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის გამოტანა. როგორც ჟურნალისტებს პარიზის მე-15 ოლქის მერმა ფილიპ გუჟონმა განუცხადა, ფურნიემ მეხანძრეებთანე ერთად შენობაში შესვლა მოითხოვა და რელიკვიები გადაარჩინა. „მას არაფრის შეეშინდა. პირდაპირ რელიკვიებთან მივიდა და დარწმუნდა, […]

ნოტრ დამის აღსადგენად ბერნარ არნომ 200 მილიონი ევრო გამოყო

პარიზის ღვთისმშობლის დამწვარი ტაძარი – საფრანგეთის უმდიდრესმა ადამიანმა ბერნარ არნომ აღდგენითი სამუშაოებისთვის 200 მილიონი ევრო გამოყო. არნო აღნიშნული ნაბიჯით ყველაზე მსხვილი შემწირველი გახდა. მანამდე 100 მილიონი ევრო გამოყო მილიარდერმა ფრანსუა ანრი პინომ, რომელიც მსახიობ სალმა ჰაიეკის მეუღლეა. ბერნარ არნოს ქონება 41 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ნიუპოსტი

პარიზელებმა ნოტრ დამთან ავე მარია იმღერეს – ვიდეო

ნოტრ დამის ხანძრის დროს მახლობლად პარიზელები შეგროვდნენ და საგალობელი იმღერეს. ნახეთ და მოუსმინეთ ვიდეოს: https://twitter.com/i/status/1117868382785802242

მაცხოვრის გვირგვინი ნოტრ დამში ხანძარს უვნებლად გადაურჩა

ნოტრ დამში ბევრი შეუფასებელი ნივთი ინახება. მათ შორისაა მაცხოვრის გვირგვინი. ცოტა ხნის წინ ტაძრის რექტორმა პატრიკ ჟაკენმა განაცხადა, რომ მაცხოვრის გვირგვინი ცეცხლს უვნებლად გადაურჩა. ბიბისი