კატეგორია: მსოფლიო

ტრამპი კუბელ სამხედროებს დაემუქრა – “სასწრაფოდ წადით ვენესუელიდან”

ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. ის კუბელი სამხედროების ჩარევას შეეხო ვენესუელის საქმეებში. “თუ კუბელი სამხედროები სასწრაფოდ არ შეწყვეტენ სამხედრო მოქმედებებს ვენესუელის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, მაშინ გამოვიყენებთ სრულ ემბარგოს და უმკაცრეს სანქციებს კუბის წინააღმდეგ. იმედია, ყველა კუბელი სამხედრო სწრაფად და მშვიდობიანად დაბრუნდება თავის სამშობლოში” – დაწერა 1 საათის წინ ტრამპმა ტვიტერში.

ვენესუელა – გუაიდომ მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაცია დაიწყო

ვენესუელა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ხუან გუაიდო მომხრეებთან ერთად კარაკასთან მდებარე სამხედრო ბაზასთან იმყოფება, სადაც უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. სამხედროებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თვითმხილველთა განცხადებით, მათ სროლის ხმაც გაიგეს. გუაიდოს გვერდით იმყოფება 70-მდე სამხედრო და გავლენიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, […]

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევნო კომისიების 270 წევრი გარდაიცვალა

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევო კომისიის 270 წევრი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა. ბრიტანული მედია ოფიციალური პირების განცხადებებს ეყრდნობა და წერს, რომ თანამშრომლები დიდი ხნის განმავლობაში ხელით ითვლიდნენ საარჩევნო ბიულეტენებს, რამაც მათი გადაღლა გამოიწვია. გენერალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, 1,878 ადამიანი ავად გახდა. 17 აპრილს ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთდღიანი არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, პარლამენტის […]

ზელენსკი პუტინს – “არ გირჩევდით უკრაინელების ცდუნებას რუსული პასპორტებით”

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა. „არ ვურჩევდი რუსეთის ხელისუფლებას რუსული პასპორტებით, უკრაინის მოქალაქეების ცდუნებაში დროის დახარჯვას“, – დაწერა ზელენსკიმ. ეს იყო პასუხი პუტინის სიტყვებზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა შეიძლება გაამარტივოს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი უკრაინელებისთვის. იმედინიუსი

კიმ ჩენ ინი რუსეთიდან დაგეგმილზე 7 საათით ადრე გაემგზავრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკიდან დაგეგმილზე 7 საათით ადრე გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზების გამო 26 აპრილს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები გაუქმდა, მათ შორის საბრძოლო დიდების მემორიალთან მისვლა, ბალტზე დასრება და ოკეანარიუმში ვიზიტი. ვლადიმირ პუტინისა და კორეის ლიდერის შეხვედრა გუშინ, 25 აპრილს გაიმართა. იგი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ დიალოგი შინაარსიანი […]

ზელენსკი თურქეთში დასასვენებლად გაემგზავრა

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თურქეთში დასასვენებლად გაემგზავრა. ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „შევთანხმდით, რომ ღია ვიქნები. ამიტომ გეუბნებით, რომ თურქეთში მივემგზავრები. ბავშვები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე. ორ დღეში დავბრუნდები. ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ნორმალურ დასვენებას“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე […]

კიმ ჩენ ინი საკუთარი მატარებლით რუსეთში ჩავიდა

დიდი ხანია, რუსეთში ჩამოსვლაზე ვოცნებობდი, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯავშანმატარებელმა ჩინეთი-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. პირველი გაჩერება კიმ ჩენ ინმა ხასანის სარკინიგზო სადგურზე გააკეთა, სადაც მას პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კოჟიმიაკო საზეიმოდ დახვდა. „ბევრი კარგი მსმენია თქვენს ქვეყანაზე და დიდი […]

შრი ლანკაში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

შრი ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, შრი-ლანკაში ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. მებრძოლებმა განახორციელეს. 21 აპრილს კათოლიკური აღდგომის აღნიშვნისას ქვეყნის სამ ეკლესიაში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, აფეთქება მოხდა ასევე სამ სასტუმროში. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, ხოლო 480 კი დაშავებულია. გამოძიების ვერსიით, შრი-ლანკაში მომხდარი […]

მიწისძვრა ფილიპინებზე – ცათამბჯენის აუზიდან წყალი გადმოიქცა – ვიდეო

ფილიპინების დედაქალაქში მიწისძვრის გამო ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადაიღვარა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ იღვრება ათობით სართულის სიმაღლიდან დიდი რაოდენობით წყლის მასა. ფილიპინებზე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 22 აპრილს მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ სულ მცირე 3 ადამიანი იმსხვერპლა. იმედინიუსი Terrifying footage shows swimming pool water cascading from the top […]

ზელენსკის ინაუგურაცია სავარაუდოდ 28 მაისს გაიმართება – ექნება თუ არა ახალ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება

უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის სავარაუდო თარითღად 28 მაისი სახელდება. როგორც უკრაინულ მედიასთან ზელენსკის გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა ინაუგურაციის სამუშაო თარიღად 28 მაისი სახელდება, იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ პრეზიდენტს აღარ ქონდეს უფლება უმაღლესი რადა დაითხოვოს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები იქნება დარჩენილი. თუმცა РБК-Украина-ს ინფორმაციით, არის კანონმდებლობის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც მოქმედი […]