კატეგორია: მსოფლიო

“ნოტრ დამის შენობა გადავარჩინეთ” – საფრანგეთის შსს-ს განცხადება

რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთის შს მინისტრის მოადგილე ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ნოტრ დამში ხანძრის მოცულობა და ინტენსიობა შემცირდა. “შენობის სტრუქტურა გადავარჩინეთ. ასევე გადარჩა ჩრდილოეთის კოშკურა, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ. ბიბისი

დრონიდან გადაღებულ ფოტოზე ნოტრ დამის დაზიანებები ჩანს

სულ რამდენიმე წუთის წინ რადიო ფრანსის ჟურნალისტმა ალექსანდრ ფრემონმა ტვიტერში განათავსა დრონიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც ასახულია ის სერიოზული დაზიანებები, რომლებიც მიადგა ნოტრ დამს.

რატომ არ აქრობენ ჰაერიდან ნოტრ დამის ხანძარს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ავიაციის მეშვეობით ჩაქრობა დაუშვებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოში განაცხადეს. უწყებაში აღნიშნეს, რომ ავიაციის მეშვეობით ხანძრის ჩაქრობა შენობის ჩამონგრევას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ ხანძრის შედეგად უკვე ჩამოინგრა ნოტრ-დამის შპილი და სახურავი. ადგილზე 400-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. მათი თქმით, ხანძრი სწრაფად ვრცელდება და მისი ლოკალიზება რთულია. ნოტრ-დამის ადმინისტრაციამ ასევე აღნიშნა, რომ ტაძარში […]

პარიზის ნოტრ დამის შპილის ზედა ნაწილი და საათი განადგურდა – მაკრონმა მიმართვა გადადო – ვიდეო

პარიზის ნოტრ დამის შპილის ზედა ნაწილი და საათი განადგურდა ხანძრის შედეგად. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთანაა დაკავშირებული. დღეს საღამოს პრეზიდენტ მაკრონს ხალხისთვის უნდა მიემართა, მაგრამ ნოტრ დამის ხანძრის გამო მისი მიმართვა გაუქმდა. ”ნოტრ დამი ცეცხლის ალშია გახვეული. ეს მთელი ერის წუხილია. ვფიქრობ ყველა კათოლიკესა და […]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა – ვიდეო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში – ნოტრ-დამში – ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. სოციალურ მედიაში ვრცელდება ხანძრის ამსახველი კადრები. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე მეხანძრეების მობილიზება მიმდინარეობს. იპნ La flèche de #NotreDame, en flammes, s'effondre https://t.co/1zqzJ3gzCu pic.twitter.com/Tw7dD8U6Y3 — Paris Match (@ParisMatch) April 15, 2019

ნეპალში თვითმფრინავი ვერტმფრენს შეეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

ნეპალის აღმოსავლეთში მდებარე აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავის ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ლუკლას მახლობლად მოხდა, რომელიც ტურისტებისა და ალპინისტების გადაყვანის პუნქტია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის დროს, თვითმფრინავში მგზავრები არ ყოფილან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა. შეჯახების მიზეზებზე არაფერია ცნობილი. პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს. იპნ

რომის პაპი 2 მოსისხლე მტრის შესარიგებლად მათ ფეხებზე ემთხვია – რა მოხდა სუდანში – ვიდეო

შეკრებაზე, რომელსაც სანტა-მარიას სახლში სამხრეთ სუდანის ორი დაპირისპირებული პოლიტიკოსი ესწრებოდა, რომის პაპის ქცევამ ირგვლივ მყოფები გააოცა. ფრანცისკემ მუხლებზე დაიჩოქა და ორ ლიდერს, რომლებმაც ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანეს, სთხოვა “სულით და ყველაზე ღრმა გრძნობებით”, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. ცოტა ხნის წინ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის გაფორმდა ზავი, მაისიდან კი ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა, რომლის შემადგენლობაშიც ორივე ლიდერი მოხვდება.

იაპონიაში 11 აპრილს 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 11 აპრილს ძლიერი მიწისძვრა მოხდა – მიწის ქვეშ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრა ცოტა ხნის წინ მოხდა, ჯერჯერობით ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თანდართულ ფოტოზე ასახულია 2018 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მომხდარი კატასტროფა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერებში შეღწევა საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში. „შეთქმულების მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყო მენინგისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიღება და გადაცემაში. ეს ინფორმაცია აშშ-ს ეროვნული თავდაცვის საკითხებს ეხებოდა და მათი განთავსება „ვიკილიქსის“ საიტზე იგეგმებოდა“, – ნათქვამია […]

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. მანამდე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ბოლო 7 წელი ჯულიან ასანჟს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ჰქონდა თავშესაფარი მიღებული. „ვიკილიქსში“ აცხადებენ, რომ ჯულიან ასანჟს საელჩოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ეკვადორის ელჩმა პოლიცია მიიწვია საელჩოს ტერიტორიაზე მის დასაკავებლად. შეგახსენეთ, რომ 2010 […]