შრი-ლანკაში 3 სასტუმროსა და 3 ეკლესიაში ერთდროულად აფეთქებები მოხდა – 140 ადამიანი დაიღუპა

შრი-ლანკაში 3 სასტუმროსა და 3 ეკლესიაში ერთდროულად აფეთქებები მოხდა - 140 ადამიანი დაიღუპაშრი-ლანკაში 3 სასტუმროსა და 3 ეკლესიაში ერთდროულად აფეთქებები მოხდა. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 140 ადამიანს აღწევს, დაშავებულთა რიცხვი კი – 400-ს.

აფეთქების დროს ეკლესიებში სააღდგომო წირვა მიმდინარეობდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ორ ლოკაციაზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ასევე, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულებს შორის უცხოელები არიან.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრამასინგხემ დაგმო ქვეყანაში მომხდარი ტერაქტები.

ამ ეტაპზე ჯერ არც ერთ ტერორისტულ ან ექსტრემისტურ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია აღნიშნულ ტერაქტზე.