პარიზის ნოტრ დამის შპილის ზედა ნაწილი და საათი განადგურდა – მაკრონმა მიმართვა გადადო – ვიდეო

პარიზის ნოტრ დამის შპილის ზედა ნაწილი და საათი განადგურდა - მაკრონმა მიმართვა გადადო - ვიდეოპარიზის ნოტრ დამის შპილის ზედა ნაწილი და საათი განადგურდა ხანძრის შედეგად.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთანაა დაკავშირებული.

დღეს საღამოს პრეზიდენტ მაკრონს ხალხისთვის უნდა მიემართა, მაგრამ ნოტრ დამის ხანძრის გამო მისი მიმართვა გაუქმდა.

”ნოტრ დამი ცეცხლის ალშია გახვეული. ეს მთელი ერის წუხილია. ვფიქრობ ყველა კათოლიკესა და საფრანგეთის ყველა მოქალაქეზე. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩვენი ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული” – დაწერა ტვიტერში მაკრონმა.

https://www.facebook.com/447154038827704/videos/1048024865406700/