ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, პოტენციურმა მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვია. „თავშესაფრის მაძიებლები თუ არალეგალური მიგრანტები იქნებიან, ვერ მივიღებთ ვერავის. ჩვენი ქვეყანა გაივსო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ასეა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას. აშშ-ს […]
კატეგორია: მსოფლიო
ლიბიაში რუსი ჯარისკაცები ტრიპოლის უტევენ
ლიბიაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აღმოსავლეთ ლიბიის არმია, რომელსაც ე.წ. ვაგნერის რუსული მებრძლები უჭერენ მხარს, ტრიპოლის უტევს. სამხედრო ოპერაციის მიზანი გარდამავალი მთავრობის დამხობაა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამბოხებული გენერალი აცხადებს, რომ არმიამ ტრიპოლის ერთ-ერთი რაიონი უკვე დაიკავა. მისივე თქმით, ბრძოლები ტრიპოლის აეროპორტთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საწინააღმდეგოს აცხადებს ხელისუფლება. მათი ინფორმაციით. გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფმა […]
პოროშენკომ ზელენსკის შეთავაზება მიიღო – დებატები კიევის სტადიონზე გაიმართება
უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დებატების სტადიონზე გამართვის შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ პოროშენკომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომლითაც ვლადიმირ ზელენსკის უპასუხა. „დებატების წესები გაწერილია საარჩევნო კანონმდებლობაში, წაიკითხეთ, თუ შეიძლება. დებატები უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე და მისი ტრანსლაცია სხვა ტელეკომპანიებს შეუძლიათ, მაგრამ თუ სტადიონი გსურთ, იყოს სტადიონი. გელოდებით ვლადიმირ ალექსანდროვიჩ,“ – განაცხადა პოროშენკომ. თავის […]
ჩიკაგოს მერი შავკანიანი ლესბოსელი გახდა
პირველად ისტორიაში ჩიკაგოს მერი აფროამერიკელი ლესბოსელი ქალი გახდა. 2 აპრილს გამართულ არჩევნებში ლორი ლაითფუტმა ასევე აფროამერიკული წარმომავლობის ქალი კონკურენტი, ტონი პრეკვინკლი, დიდი უპირატესობით დაამარცხა. 56 წლის ლორი ლაითფუტი ადრე ფედერალურ პროკურორად მუშაობდა, ასევე იყო პრაქტიკოსი იურისტი და აქამდე არასდროს ეკავა არჩევითი თანამდებობა. 1837 წლიდან ჩიკაგოს მხოლოდ 1 შავკანიანი და 1 ქალი მერი ჰყავდა.
”მომავალი მამა რეპეტიციას გადის” – პრინცი ჰარი ბავშვებთან
სანკტ პეტერბურგში პუტინს საფლავის ქვა დაუდგეს
სანკტ პეტერბურგში წმინდა ისააკის საკათედრო ტაძართან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საფლავის ქვა დადგეს, რომელზეც მისი სიცოცხლის თარიღი (1952-2019 ) და წარწერა „უღალატა რუს ხალხს“ არის აღნიშნული. სოციალურ ქსელ ტელეგრამში გვერდი ”აგიტ როსია” იტყობინება, რომ საფლავი მათმა აქტივისტებმა დადგეს, მათი განმარტებით, საფლავის დადგმით მათ უნდოდათ თქმა, რომ „პუტინი რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკვდა, ხალხის საწინააღმდეგო კანონების , მუდმივი […]
სანკტ-პეტერბურგში სამხედრო-კოსმოსურ აკადემიაში აფეთქება მოხდა
რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში სამხედრო-კოსმოსურ აკადემიაში აფეთქება მოხდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აფეთქება ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, რომლებიც ცდილობენ მომხდარის მიზეზი დაადგინონ. ჯერჯერობით უცნობია, რა აფეთქდა. იპნ
ერდოღანის პარტიამ სტამბოლიც წააგო – თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
ანკარისა და იზმირის მსგავსად, თურქეთის მმართველმა პარტიამ სტამბოლიც წააგო. ქვეყნის თურქეთის უდიდეს ქალაქში, ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრში რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატმა ერკემ იმამოღლუმ 48.79% მოაგროვა, მმართველი პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა კი 48.51%. დედაქალაქ ანკარაშიც ოპოზიციამ გაიმარჯვა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატმა მანსურ იავაშმა 50.9% აიღო, მეჰმეთ ოზჰასეკმა კი – 47.1%. ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა მოსახლეობის მიხედვით […]
რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ავიაკატასტროფას მამასთან ერთად ემსხვერპლა – თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გერმანიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. 55 წლის ნატალია ფილევა, რომელიც რუსული ავიაკომპანია S7-ის თანამფლობელია, 6 ადგილიან კერძო თვითმფრინავში იჯდა, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს ჩამოვარდა და აფეთქდა. რუსული მედია წერს, რომ ბორტზე ფილევას მამაც იმყოფებოდა. გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა. გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, ფილევა 600 მლნ […]
უკრაინა, ეგზიტპოლი – 1.ზელენსკი – 30,4%, 2.პოროშენკო – 17,8%, 3.ტიმოშენკო – 14,2%
ეგზიტპოლის შედეგებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეგზიტპოლის შედეგებით, პეტრო პოროშენკოს 17,8% აქვს, ვლადიმერ ზელენსკის – 30,4%, იულია ტიმოშენკოს კი 14,2%. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 21 აპრილს გაიმართება. უკრაინაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისის დროით კი […]










