ტრამპი – „თავშესაფრის მაძიებლებს ვეღარ მივიღებთ, ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო”

ტრამპი - „თავშესაფრის მაძიებლებს ვეღარ მივიღებთ, ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო"ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, პოტენციურმა მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვია.

„თავშესაფრის მაძიებლები თუ არალეგალური მიგრანტები იქნებიან, ვერ მივიღებთ ვერავის. ჩვენი ქვეყანა გაივსო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ასეა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამხრეთ საზღვარზე საგანგებო სიტუაციაა, რის გამოც მას საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოუწია.

შეგახსენებთ, 29 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რომ მექსიკასთან საზღვარს დახურავს, თუკი მექსიკა არ შეაჩერებს აშშ-ში უკანონო მიგრაციის ნაკადებს.

იპნ