ავიაკომპანია „Turkish Airlines“ თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, ბორტზე მყოფი 30 მგზავრი დაშავდა. ოფიციალური ცნობით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. სამგზავრო ლაინერი, რომელიც რეისს სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა, ჯონ კენედის აეროპორტში მშვიდობიანად დაფრინდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაანაწილეს. მგზავრების უმრავლესობას დაჟეჟილობა, მსუბუქი მოტეხილობები და ჭრილობები ჰქონდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების ცნობით, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მაშინ მოყვა როდესაც ის […]
კატეგორია: მსოფლიო
ეთიოპიაში ბოინგ 737 ჩამოვარდა – ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო
„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ზუსტის ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა. იპნ
ავიაკატასტროფა კოლუმბიაში – 14-ვე მგზავრი დაიღუპა
ავიაკატასტროფა მოხდა კოლუმბიაში. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ავარიული დაშვების მცდელობის დროს მოხდა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. რატომ მიიღო პილოტმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი რეისს ქალაქ სან ხოსე დელგუა ვიარედან ვილა ვიცენსიოში ასრულებდა. რუსთავი 2
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი დააკავეს
მოსკოვის მორიგი ბრალდება ვაშინგტონს – სერგეი ლავროვის უწყება შეერთებულ შტატებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა მოსკოვის აეროპორტში ამერიკის საელჩოს თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც ბარგში ნაღმი აღმოაჩნდა. უწყების ცნობით, შერემეტიევოს აეროპორტში მისულმა გამნაღმველებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს ჩემოდანში ნაღმის ცარიელი კორპუსი ჰქონდა, ანუ მასში ფეთქებადი ნივთიერება არ იყო. ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის […]
რუსეთში ხელისუფლების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება
რუსეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ინტერნეტში ხელისუფლებაზე უპატივცემულო პუბლიკაციები დასჯადი გახდება. როგორც რუსული მედია იუწყება, შემოღებულია ჯარიმა ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ადამიანურ ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას, უპარტივცემულობას ავლენს საზოგადოებისადმი, სახელმწიფოსადმი, რუსეთის ოფიციალური სიმბოლოებისადმი, რუსეთის კონსტიტუციისადმი და ხელისუფლების ორგანოებისადმი. ამგვარი ქმედებები 30-დან 100.000 რუბლამდე ჯარიმით დაისჯება, ხოლო განმეორების შემთხვევაში კი 100.000-დან 200.000 რუბლამდე […]
ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა
ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სამშობლოში ჩავიდა. ხუან გუაიდომ უკვე დატოვა კარაკასის აეროპორტი, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის სიძლიერისთვის ბრძოლას აგრძელებს. BBC-ის ინფორმაციით, ხუან გუაიდო ვენესუელაში ეკვადორიდან ჩაფრინდა. უცხოური მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, რომ გუაიდო სამართალდამცველებმა დააკავონ. ცნობისთვის, მას ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, თუმცა ის ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეს მართავდა. ხუან გუაიდოს მხარდამჭერები […]
დედამ 5 წლის ვაჟიშვილი ცათამბრჯენის აივნიდან გადააგდო და თვითონაც გადახტა
აშშ-ში, მაიამის შტატში, 25 თებერვალს ტრაგედია მოხდა. დედამ 5 წლის ვაჟიშვილი მაიამის ერთ-ერთი ცათამბრჯენის აივნიდან გადააგდო და შემდეგ თვითონაც გადახტა. გამოძიება თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ქალს ბავშვი გადაუვარდა და ამის შემდეგ მან თავი მოიკლა, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ 37 წლის სოლანჟ მატომ 5 წლის შვილი მე-20 სართულის აივნიდან შეგნებულად გადააგდო და შემდეგ თვითონაც გადახტა. ბიჭი მე-6 […]
პერუში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პერუს სამხრეთ ნაწილში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ასანგაროდან 9 კილომეტრში იყო. კერა კი 258 კილომეტრის სიღრმეში იყო. ამ ეტაპზე დაშავებულებზე ან ნგრევაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. იპნ
წყალდიდობა იერუსალიმში – წყლიდან მანქანის მძღოლი ამოიყვანეს
იერუსალიმის შემოგარენში ნიაღვარმა ავტომობილები გაიტაცა. წყალდიდობა გადაუღებელ წვიმებს მოყვა. მაშველებმა წყლიდან მანქანის მძღოლი ამოიყვანეს. მანამდე შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს. ანალოგიური ვითარებაა იორდანიის დედაქალაქშიც, სადაც ძლიერი წყალდიდობის გამო მთავარი მაგისტრალები გადაიკეტა. მაშველები ნიაღვარში მოყოლილი მანქანების ამოყვანას ცდილობენ. რუსთავი 2
ტრამპის და კიმის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში „საკმაოდ კარგი და კონსტრუქციული შეხვედრები“ ჰქონდათ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა ვიეტნამში იმართებოდა, რომლის მიზანსაც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღება წარმოადგენდა. ამ მიზნით პირველი შეხვედრა კიმ ჩენ […]









