ეთიოპიაში ბოინგ 737 ჩამოვარდა – ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო

ეთიოპიაში ბოინგ 737 ჩამოვარდა - ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ზუსტის ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა.

იპნ