ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სამშობლოში ჩავიდა. ხუან გუაიდომ უკვე დატოვა კარაკასის აეროპორტი, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის სიძლიერისთვის ბრძოლას აგრძელებს. BBC-ის ინფორმაციით, ხუან გუაიდო ვენესუელაში ეკვადორიდან ჩაფრინდა. უცხოური მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, რომ გუაიდო სამართალდამცველებმა დააკავონ. ცნობისთვის, მას ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, თუმცა ის ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეს მართავდა. ხუან გუაიდოს მხარდამჭერები […]
კატეგორია: მსოფლიო
დედამ 5 წლის ვაჟიშვილი ცათამბრჯენის აივნიდან გადააგდო და თვითონაც გადახტა
აშშ-ში, მაიამის შტატში, 25 თებერვალს ტრაგედია მოხდა. დედამ 5 წლის ვაჟიშვილი მაიამის ერთ-ერთი ცათამბრჯენის აივნიდან გადააგდო და შემდეგ თვითონაც გადახტა. გამოძიება თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ქალს ბავშვი გადაუვარდა და ამის შემდეგ მან თავი მოიკლა, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ 37 წლის სოლანჟ მატომ 5 წლის შვილი მე-20 სართულის აივნიდან შეგნებულად გადააგდო და შემდეგ თვითონაც გადახტა. ბიჭი მე-6 […]
პერუში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პერუს სამხრეთ ნაწილში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ასანგაროდან 9 კილომეტრში იყო. კერა კი 258 კილომეტრის სიღრმეში იყო. ამ ეტაპზე დაშავებულებზე ან ნგრევაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. იპნ
წყალდიდობა იერუსალიმში – წყლიდან მანქანის მძღოლი ამოიყვანეს
იერუსალიმის შემოგარენში ნიაღვარმა ავტომობილები გაიტაცა. წყალდიდობა გადაუღებელ წვიმებს მოყვა. მაშველებმა წყლიდან მანქანის მძღოლი ამოიყვანეს. მანამდე შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს. ანალოგიური ვითარებაა იორდანიის დედაქალაქშიც, სადაც ძლიერი წყალდიდობის გამო მთავარი მაგისტრალები გადაიკეტა. მაშველები ნიაღვარში მოყოლილი მანქანების ამოყვანას ცდილობენ. რუსთავი 2
ტრამპის და კიმის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში „საკმაოდ კარგი და კონსტრუქციული შეხვედრები“ ჰქონდათ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა ვიეტნამში იმართებოდა, რომლის მიზანსაც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღება წარმოადგენდა. ამ მიზნით პირველი შეხვედრა კიმ ჩენ […]
აფეთქება კაიროს ვაგზალზე – 7 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ცენტრალური რკინიგზის სადგურში, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მატარებელი დეპოდან დიდი სიჩქარით გამოვიდა და პლატფორმას შეეჯახა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა და ხანძარი სადგურის ერთ-ერთ შენობაზე გადავიდა. როგორც ტელეარხი Sky News Arabia იუწყება, მომხდარის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. იპნ
წყალდიდობა საბერძნეთში – დაიღუპა 1 ადამიანი
მსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას საბერძნეთში. კუძულ კრეტაზე გადაუღებელ წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი, მაშველები რამდენიმე დაკარგულს ეძებენ. სტიქიას რეგიონში ნგრევაც მოჰყვა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ადიდებულმა მდინარემ 111 წლის წინ აშენებული ხიდი დაანგრია, რომელიც რეგიონის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.
ირანის საგარეო მინისტრი ჯავად ზარიფი გადადგა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მოულოდნელი განცხადება მუჰამედ ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით გააკეთა. მან საკუთარი მოვალეობების შესრულების დროს დაშვებული ხარვეზებისთვის ბოდიში მოიხადა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება ირანის მთავარმა დიპლომატმა. ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თეირანსა და სხვა სახელმწიფოებს შორის შეთანხმების მიღწევაში. ირანის პრეზიდენტმა მისი გადადგომის მოთხოვნა […]
სომხეთში მთავრობის შენობა იწვის
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერევანში სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარია, ადგილზე 6 საჯანძრო ბრიგადაა მობილიზებული. „მთავრობის შენობიდან #1 განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:03 საათზე შემოვიდა. ხანძარი მეორე კატეგორიის სირთულეს წარმოადგენს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. მეტრონომი
ბანგლადეშში დაკა-დუბაის რეისის თვითმფრინავი გაიტაცეს
უცნობმა პირებმა ბანგლადეშის ავიახაზების „Biman Bangladesh Airlines“ -ის კუთვნილი თვითმფრინავი გაიტაცეს. საინფორმაციო პორტალ „Bdnews24“-ისინფორმაციით, ფაქტი ბანგლადეშის ქალაქ ჩატოგრამის აეროპორტში მოხდა. პორტალის ცნობით, თვითმფრინავი დაკადან დუბაის მიმართულებით რეისს ასრულებს, რომელმაც შუალედური დაშვება სწორედ ჩატოგრამის აეროპორტში განახორციელა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი სწორედ მაშინ გაიტაცეს, როდესაც აღნიშნულ აეროპორტში დაეშვა. მინისტრის განცხადებით, ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს თვითმფრინავის ბორტზე […]









