კატეგორია: მსოფლიო

მედელინში პაბლო ესკობარის 8 სართულიანი სახლი დაანგრიეს – ვიდეო

კოლუმბიის ქალაქ მედელინში პაბლო ესკობარის ერთ-ერთი ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. მის ადგილზე ნარკომოვაჭრის მსხვერპლთა მემორიალი აშენდება. ამის შესახებ BBC წერს. „მონაკოს შენობის“ სახელით ცნობილი 8-სართულიანი სახლი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით საჯაროდ დაანგრიეს. შენობის ნგრევის პროცესს თვალს ესკობარის მსხვერპლთა ოჯახის წევრები და ნათესავები ადევნებდნენ. პაბლო ესკობარი აშშ-ის ტერიტორიაზე შეტანილი კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა. „კოკაინის მეფედ“ წოდებული ესკობარი ყველაზე მდიდარი […]

ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კელი კრაფტს, კანადაში ჩვენს ელჩს, წარვადგენ გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე. კელიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა თავის ამჟამინდელ პოსტზე. ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა გაერო-ში უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი,“ – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერის  საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩი, […]

იაპონიაში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში, ხოკაიდოს კუნძულზე მაგნიტუდით 5,8 მიწისძვრა მოხდა. NHK-ს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, 74 საცხოვრებელი სახლი წყალმომარაგების გარეშე დარჩა, რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ შეფერხებულია. დღეს, ასევე ეკვადორში მაგნიტუდით 7,7 მიწისძვრა მოხდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. პირველი

ეკვადორში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 10:17 საათზე, ქალაქ პალორადან 132 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 152 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ამ ეტაპზე ინფორმაცია ნგრევაზე და მსხვერპლზე არ გავრცელებულა. იპნ

ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა. ნურსულთან ნაზარბაევის მთავარი პრეტენზია მინისტრთა კაბინეტთან იყო ის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო დასახული ეკონომიკური ამოცანების განხრციელება. ექსპერტებს მიაჩნიათ რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების უკმაყოფილების დონე შეამციროს. ის რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო ნაზარბაევმა 20 თებერვალს განაცხადა, ხუთშაბათს კი ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას. პრეზიდენტის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა ვერ შეძლო მათ მიერ ინიცირებული […]

სერბეთის პრემიერის ლესბოსურ ოჯახში ბავშვი დაიბადა

სერბეთის პრემიერს ანა ბრნაბიჩსა და მის პარტნიორ ქალს მილიჩა ჯურჯიჩს, რომელთანაც ის არაოფიციალურ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაშია, ვაჟი შეეძინათ. გავრცელებული ინფორმაციით, დედა და შვილი, რომელსაც იგორი დაარქვეს, თავს კარგად გრძნობენ. მილიჩა ჯურჯიჩი, პროფესიით ექიმია, მან შვილი ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით გააჩინა. სერბეთი ერთადერთი ბალკანური ქვეყანაა, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი ღია ლესბოსელია. ბრნაბიჩი 43 წლისაა, განათლება მას აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტში […]

პუტინი – ”ამერიკასაც ვესვრით, თუ დაგვჭირდა”

საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი იარაღს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს დაუმიზნებს, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს განათავსებს, არამედ ამერიკასაც კი, საფრთხის შემთხვევაში. ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სარკისებრ ზომებს მიიღებს თუ […]

რომის აეროპორტში ხანძარი ჩააქრეს

რომის აეროპორტ „ჩამპინოში“ დღეს დილით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ამჟამად აეროპორტი ჩვეულ საქმიანობას უბრუნდება. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, რეისების მიღება და გაფრენა დაგვიანებით მოხდეს. არსებული ინფორმაციით, ხანძარი აეროპორტის შენობაში მდებარე ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამო „ჩამპინოს“ აეროპორტის მუშაობა შეჩერებული იყო.

ხანძარი რომის აეროპორტში – მგზავრები და პერსონალი ადგილიდან გაიყვანეს

რომის აეროპორტ „ჩამპინოში“ ხანძარი გაჩნდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ყველა მგზავრი და აეროპორტის პერსონალი აეროპორტიდან ევაკუირებულია. არსებული ინფორმაციით, ყველა რეისი გაუქმებულია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მეხანძრეები. შემთხვევის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

აშშ-ის 16-მა შტატმა ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ამერიკის 16-მა შტატმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “New York Times” ავრცელებს. შტატების კოალიციამ, რომელიც კალიფორნიასა და ნიუ-იორკსაც მოიცავს​, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების გეგმის გამო, ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ სან-ფრანცისკოს ფედერალურ საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ცნობისთვის, 15 თებერვალს დონალდ ტრამპმა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომელიც კონგრესის ნებართვის გარეშე მექსიკის საზღვართან […]