2011 წლის ნოემბერში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ანატოლი მოსკვინს ნიჟნი-ნოვგოროდში, საკუთარ ბინაში მიაკითხეს. მოსკვინი იყო აკადემიკოსი, წიგნის ავტორი, სასაფლაოების ისტორიის ექსპერტი და პოლიგლოტი, რომელიც 14 ენაზე საუბრობდა. ამიტომ თავდაპირველად პოლიციელებს სურდათ, ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ, რომელსაც იძიებდნენ, მისთვის რჩევა ეკითხათ, თუმცა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოდნავ მოგვიანებით ბინაში იპოვეს, მათთვის ცნობილი ყველა საშინელებათა ფილმის სცენარზე უარესი […]
კატეგორია: მსოფლიო
ამერიკაში მძევლად აყვანას 4 ადამიანი შეეწირა
ოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მოვლენები ქალაქ კლინტონში განვითარდა. ბოროტმოქმედს მძევლად რამდენიმე ადამიანი საცხოვრებელ სახლში 12 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა არ სახელდება. სამართალდამცველებმა ბავშვების გათავისუფლება რამდენიმე საათში შეძლეს. ინციდენტის დროს ოთხი ადამიანია მოკლული. […]
ტრამპმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, ექიმის თქმით, ის ჭარბწონიანია და დიეტა სჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა. მისი ექიმის თქმით 72 წლის ტრამპს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს. 1.90 მეტრის სიმაღლის ტრამპი გასულ წელს 108 კილოგრამს იწონიდა და გულის დაავადებებთან დაკავშირებული რისკების გამო წონაში დაკლება გადაწყვიტა, თუმცა ამჟამად ექიმის თქმით ის 110 კილოგრამს იწონის და სიმაღლისა და წონის შეფარდების მიხედვით ჭარბწონიანია. გასულ წელს ტრამპს წონაში […]
Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა – ვიდეო
ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ 737-800 ქალაქ პონტიანაკთან ასაფრენ ბილიკიდან ავარიულად გადავიდა, რის გამოც მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის მიზეზად უამინდობა სახელდება. უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ბოინგი კი დაზიანდა. ქალაქი პონტიანაკი ინდონეზიის პროვინციაში, დასავლეთ კალიმანტანში მდებარეობს. შემთხვევამ მგზავრების განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია, რადგან მათ კარგად ახსოვთ შარშან, ოქტომბერში მომხდარი ტრაგედია, როდესაც […]
ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სათანადო წერილები ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე კონგრესის ორივე პალატის ხელმძღვანელს გაუგზავნა. გადაწყვეტილება ტრამპს, კონგრესის გვერდის ავლით, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე წვდომის საშუალებას აძლევს. საუბარია 8 მილიარდ დოლარზე. უკვე ცნობილია, რომ დემოკრატები პრეზიდენტის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების […]
თავდაცვა “ნათესავებისა” და ყაჩაღებისგან – კაცი ლატარიაში მოგებული მილიონების მისაღებად, “კივილის” ნიღბით მივიდა
იამაიკაში, ლატარიის გამარჯვებული კაცი პრიზის მისაღებად „კივილის“ იმიჯით- ნიღბით და გრძელი მოსასხამით მივიდა. თუმცა მისი მიზანი ვინმეს შეშინება ან გამხიარულება არ ყოფილა. სუპერლატარია იამაიკაში 2009 წლიდან არსებობს, მაგრამ ჯეკპოტი ამ 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 4 ადამიანს აქვს მოგებული, თუმცა არცერთ მათგანს თავისი ნამდვილი სახე არ უჩვენებია. როგორც ჩანს ახლადგამომცხვარ მილიონერებს არ სურთ რომ დიდი ხნის […]
სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 4 ადამიანი დაიღუპა
სტამბოლში ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა და სამოქალაქო პირებს შორის არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით ავიაკატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართავობა გახდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტი საფრენი აპარატის დასმას ინდუსტრიულ ზონაში ცდილობდა. თურქეთის პროკურატურამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2
კრეიგ ფოლერი – ”რუსეთი იქცევა, როგორც დაჭრილი, დასუსტებული დათვი”
ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა კრეიგ ფოლერმა განაცხადა, რომ რუსეთი იქცევა როგორც დაჭრილი, დასუსტებული დათვი, რომელიც ლათინურ ამერიკაში დემოკრატიულ ინტერესებს ესხმის თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. „თუკი რუსეთზე ვსაუბრობთ, ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ უკვე ვიხილეთ, რა ჩაიდინეს რუსებმა სირიაში და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ახლო მომავალში […]
კატალონიაში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა მემანქანე, 100 კაცი დაშავდა
კატალონიაში 2 მატარებლის შეჯახების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. სამგზავრო მატარებლების შეჯახება სან-ვინსენტე-დე-კასტელეტისა და მონრესის პროვინციებს შორის მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მემანქანე, რომელიც 26 წლის იყო. სარკინიგზო კომპანია Renfe-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ანტონიო კარმონას განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე. ინტერპრესნიუსი
საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვია
საფრანგეთმა იტალიიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს. საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გააკრიტიკეს. „ბოლო ჩარევა კიდევ ერთი პროვოკაციაა და ეს მიუღებელია“, – აღნიშნეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერს მოუწოდეს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, […]










