რომის აეროპორტში ხანძარი ჩააქრეს

რომის აეროპორტში ხანძარი ჩააქრესრომის აეროპორტ „ჩამპინოში“ დღეს დილით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ამჟამად აეროპორტი ჩვეულ საქმიანობას უბრუნდება.

მიუხედავად ამისა, შესაძლოა, რეისების მიღება და გაფრენა დაგვიანებით მოხდეს.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი აეროპორტის შენობაში მდებარე ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამო „ჩამპინოს“ აეროპორტის მუშაობა შეჩერებული იყო.