იამაიკაში, ლატარიის გამარჯვებული კაცი პრიზის მისაღებად „კივილის“ იმიჯით- ნიღბით და გრძელი მოსასხამით მივიდა. თუმცა მისი მიზანი ვინმეს შეშინება ან გამხიარულება არ ყოფილა. სუპერლატარია იამაიკაში 2009 წლიდან არსებობს, მაგრამ ჯეკპოტი ამ 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 4 ადამიანს აქვს მოგებული, თუმცა არცერთ მათგანს თავისი ნამდვილი სახე არ უჩვენებია. როგორც ჩანს ახლადგამომცხვარ მილიონერებს არ სურთ რომ დიდი ხნის […]
კატეგორია: მსოფლიო
სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 4 ადამიანი დაიღუპა
სტამბოლში ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა და სამოქალაქო პირებს შორის არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით ავიაკატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართავობა გახდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტი საფრენი აპარატის დასმას ინდუსტრიულ ზონაში ცდილობდა. თურქეთის პროკურატურამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2
კრეიგ ფოლერი – ”რუსეთი იქცევა, როგორც დაჭრილი, დასუსტებული დათვი”
ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა კრეიგ ფოლერმა განაცხადა, რომ რუსეთი იქცევა როგორც დაჭრილი, დასუსტებული დათვი, რომელიც ლათინურ ამერიკაში დემოკრატიულ ინტერესებს ესხმის თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. „თუკი რუსეთზე ვსაუბრობთ, ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ უკვე ვიხილეთ, რა ჩაიდინეს რუსებმა სირიაში და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ახლო მომავალში […]
კატალონიაში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა მემანქანე, 100 კაცი დაშავდა
კატალონიაში 2 მატარებლის შეჯახების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. სამგზავრო მატარებლების შეჯახება სან-ვინსენტე-დე-კასტელეტისა და მონრესის პროვინციებს შორის მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მემანქანე, რომელიც 26 წლის იყო. სარკინიგზო კომპანია Renfe-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ანტონიო კარმონას განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე. ინტერპრესნიუსი
საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვია
საფრანგეთმა იტალიიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს. საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გააკრიტიკეს. „ბოლო ჩარევა კიდევ ერთი პროვოკაციაა და ეს მიუღებელია“, – აღნიშნეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერს მოუწოდეს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, […]
მღვდლებს მონაზონი ქალები სექსუალურ მონობაში ჰყავდათ – რომის პაპის სკანდალური განცხადება
რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მონაზონი ქალები მღვდლების მიერ ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და ეს პრობლემა დღეისთვისაც არსებობს, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პაპის განცხადებით, ცნობილია შემთხვევა, როდესაც მღვდლებს მონაზონი ქალები სექსუალურ მონობაშიც ჰყავდათ. პონტიფიკოსის განცხადებით, მისი წინამორბედი ბენედიქტე მე-16 იძულებული გახდა, ერთი მონაზვნური კონგრეგაცია სწორედ იმის გამო გაეუქმებინა, რომ იქ მონაზონ ქალებზე მუდმივად ხდებოდა […]
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა
სტამბოლში ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ამის შესახებ ინფორმაციას Haberturk-ი ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით დაღუპულია 1 და დაშავებულია 6 ადამიანი. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. შემთხვევა კარტალის რაიონში მოხდა. კორპუსში 12 ბინა იყო, ადგილზე საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული. Haberturk-ი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. […]
მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოეწერა
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ პროცედურის თანახმად, შემდეგ ეტაპზე აღნიშნული პროტოკოლი ნატო-ს წევრ ქვეყნებს გადაეცემათ რატიფიცირებისთვის და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეძლებს მის რატიფიცირებას მაკედონია. აღნიშნული პროცედურა მიმდინარე წელს დასრულდება და მაკედონია ოფიციალურად გახდება ალიანსის 30-ე წევრი ნატო-ს […]
აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:41 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ისმაილის რაიონი იყო. მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოშიც იგრძნობოდა. ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. პრაიმ ტაიმი
ევროპის ქვეყნებმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს – მადურომ დახმარება რომის პაპს სთხოვა
დღეს, 4 თებერვალს, ესპანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ავსტრიამ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ ვინაიდან ვენესუელაში მართვის საპრეზიდენტო მოდელია, საჭიროა კრიზისიდან გამოსვლა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გზით. _ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობა აქვს, აღნიშნული არჩევნები ჩაატაროს. ხალხი ქუჩაშია გამოსული. ხალხს ცვლილებები სურს, […]









