კატალონიაში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა მემანქანე, 100 კაცი დაშავდა

კატალონიაში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა მემანქანე, 100 კაცი დაშავდაკატალონიაში 2 მატარებლის შეჯახების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. სამგზავრო მატარებლების შეჯახება სან-ვინსენტე-დე-კასტელეტისა და მონრესის პროვინციებს შორის მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა მემანქანე, რომელიც 26 წლის იყო.

სარკინიგზო კომპანია Renfe-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ანტონიო კარმონას განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე.

ინტერპრესნიუსი