რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მონაზონი ქალები მღვდლების მიერ ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და ეს პრობლემა დღეისთვისაც არსებობს, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პაპის განცხადებით, ცნობილია შემთხვევა, როდესაც მღვდლებს მონაზონი ქალები სექსუალურ მონობაშიც ჰყავდათ. პონტიფიკოსის განცხადებით, მისი წინამორბედი ბენედიქტე მე-16 იძულებული გახდა, ერთი მონაზვნური კონგრეგაცია სწორედ იმის გამო გაეუქმებინა, რომ იქ მონაზონ ქალებზე მუდმივად ხდებოდა […]
კატეგორია: მსოფლიო
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა
სტამბოლში ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ამის შესახებ ინფორმაციას Haberturk-ი ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით დაღუპულია 1 და დაშავებულია 6 ადამიანი. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. შემთხვევა კარტალის რაიონში მოხდა. კორპუსში 12 ბინა იყო, ადგილზე საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული. Haberturk-ი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. […]
მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოეწერა
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ პროცედურის თანახმად, შემდეგ ეტაპზე აღნიშნული პროტოკოლი ნატო-ს წევრ ქვეყნებს გადაეცემათ რატიფიცირებისთვის და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეძლებს მის რატიფიცირებას მაკედონია. აღნიშნული პროცედურა მიმდინარე წელს დასრულდება და მაკედონია ოფიციალურად გახდება ალიანსის 30-ე წევრი ნატო-ს […]
აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:41 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ისმაილის რაიონი იყო. მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოშიც იგრძნობოდა. ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. პრაიმ ტაიმი
ევროპის ქვეყნებმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს – მადურომ დახმარება რომის პაპს სთხოვა
დღეს, 4 თებერვალს, ესპანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ავსტრიამ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ ვინაიდან ვენესუელაში მართვის საპრეზიდენტო მოდელია, საჭიროა კრიზისიდან გამოსვლა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გზით. _ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობა აქვს, აღნიშნული არჩევნები ჩაატაროს. ხალხი ქუჩაშია გამოსული. ხალხს ცვლილებები სურს, […]
წყალდიდობა ავსტრალიაში – დაიტბორა 1.000-ზე მეტი სახლი
ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ამინდის გაუარესების შედეგად წყლის დონემ მოიმატა ქვეყნის სანაპიროზე. უკვე დაიტბორა რამდენიმე დასახლება. წყალდიდობამ ათასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაზარალებულ დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დროებით თავშესაფარში უკვე გადაყვანილია 1000-ზე მეტი ოჯახი. სინოპტიკოსები მოსახლეობას ვითარების გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად დღეს წყლის დონე კიდევ 10 სანტიმეტრით მოიმატებს.
კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა – მას საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე დაესწრო
კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა, – ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. ინტრონიზაცია საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობის დროს შედგა. კერძოდ, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, გალის მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა მაკარიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმეონმა მიტროპოლიტი ეპიფანე რიგრიგობით […]
მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს
ნიკოლას მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. როგორც მადურო ამბობს ვენესუელაში დიქტატურა არაა. სწორედ, ამიტომ 2020 წლის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნების 2019 წელს ჩატარებაზე დამფუძნებელი კრება იმსჯელებს. 23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, […]
აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანში, კელბაჯარსკის რაიონში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაფიქსირდა. აზერბაიჯანის ნაციონალური სეისმოლოგიური აკადემიის ცნობით ბიძგის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა – წერს trend -ი მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა 11 კილომეტრის სიღრმეზე. მიმდინარე წელს აზერბაიჯანში მიწისძვრა მეორედ მოხდა. 20 იანვარს ბიძგის სიმძლავრემ აქსუნის რაიონში 3,1 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრის სიღრმე კი 17 კილომეტრი იყო.
ვენესუელაში ხუან გუაიდოს აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა – ვიდეო
ვენესუელაში მრავალათასიანი დემონსტრაცია კიდევ ერთხელ იმართება, რათა მხარი დაუჭირონ თვითგამოცხადებულ დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს და მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომისკენ მოუწოდონ. გუიადოს მხარდამჭერს აქციაზე მადლიერება გამოხატეს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ მმართველად ცნეს, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომლის დროშაც კარაკასში აქციის დროს ეკრანზე გამოჩნდა. 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს […]








