მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს

მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროსნიკოლას მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

როგორც მადურო ამბობს ვენესუელაში დიქტატურა არაა. სწორედ, ამიტომ 2020 წლის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნების 2019 წელს ჩატარებაზე დამფუძნებელი კრება იმსჯელებს.

23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა.

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.

იმედინიუსი