პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გონება დაკარგა. ინციდენტი ICTV-ის სტუდიაში პირდაპირ ეთერში მოხდა. თოქ-შოუში უკრაინის პრეზიდენტი აზოვის ზღაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა, როდესაც დენისოვა შეუძლოდ გახდა. ომბუდსმენი სტუდიიდან პოროშენკომ და გადაცემის სხვა სტუმრებმა გაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დენისოვა დღეში 20 საათს მუშაობს, რათა უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლოს. იმედინიუსი
კატეგორია: მსოფლიო
პარიზში არეულობისას საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა
პარიზში არეულობის დროს საქართველო საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველ არხს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციის დროს არეულობა იმ ქუჩაზეც დაიწყო, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა მდებარეობს. საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი უკვე 400-ს აღწევს. პარიზში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მეტროსადგურებთან პოლიცია პატრულირებს. საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს. […]
პარიზში პოლიციამ ”ყვითელი ჟილეტების” წინააღმდეგ წყალი და გაზი გამოიყენა
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია დილიდან პოლიციასთან შეტაკებით დაიწყო. მანიფესტანტთა ჯგუფი შეეცადა, პოლიციის კორდონი გაერღვია, ისინი სამართალდამცავების მიმართულებით გარკვეულ საგნებს ისროდნენ, რის გამოც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკების შედეგად 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია. ქალაქის ცენტრში თავი მოიყარა 5 ათასმა მანიფესტანტმა. ფრანგული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, […]
ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა
94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ბუშის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო რესპუბლიკური პარტიიდან. 1971-1973 წლებში ის აშშ-ის ელჩი იყო გაერო-ში. 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ალიასკაზე 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ვიდეო
ალიასკაზე 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არსებობდა ცუნამის წარმოქმნის საშიშროებაც, მაგრამ მოგვიანებით მოიხსნა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები, გაიბზარა მიწა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ანკორიჯიდან ჩრდილოეთით 7.5 მილის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება 21.000 ოჯახს შეუწყდა. მომხდარს პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში გამოეხმაურა. მან გაამხნევა ალიასკის მცხოვრებლები და მოუწოდა, დაუჯერონ გამოცდილი პროფესიონალების რჩევებს, რომლებიც […]
მერკელი ავიაკატასტროფას გადაურჩა – მისი თვითმფრინავი კიოლნში ავარიულად დაეშვა
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო კიოლნში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია და სააგენტო Reuters-ი ავრცელებენ. გერმანიის კანცლერი არგენტინაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, როდესაც ნიდერლანდების საჰაერო სივრცეში ყოფნისას ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავი კიოლნში დაეშვა, სადაც გერმანიის კანცლერი სხვა ავიალაინერზე გადაჯდა. პირველი არხი
ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. ეს შეხვედრა G20-ის სამიტზე არგენტინაში უნდა გამართულიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეცნო მოხსენებას ქერჩის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ. პუტინისა და ტრამპის ბოლო შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში პარიზში შედგა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა
უკრაინის რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას მხარი დაუჭირა. ასეთი გადაწყვეტილება დეპუტატებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დანიშნულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს. საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა და ქვეყნის იმ რეგიონებზე გავრცელდება, სადაც რუსეთის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია. დეპუტატები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზეც შეთანხმდნენ – ის 31 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ […]
ნიკი ჰეილი – ”ქერჩის სრუტეში რუსეთის საქციელი უნდა დაიგმოს”
აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ რუსეთის აგრესიას ქერჩის სრუტეში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საშინელი დარღვევა უწოდა და განაცხადა, რომ ამგვარი საქციელი რუსეთის მოქმედების სქემაა ყირიმთან მიმართებაში. ეს განცხადება მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. “უკრაინული გემები გამოვიდნენ უკრაინის ერთი პორტიდან და მეორესკენ მიემართებოდნენ. ამ სრუტეს როგორც რუსული, ასევე უკრაინული გემები იყენებდნენ. მაგრამ ამჯერად რუსულმა გემებმა ცეცხლი […]
რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა
იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეჟისორი რომში, მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ბერტოლუჩის ფილმები შედევრებადაა აღიარებული: „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცნებენი“ , „მოპარული სილამაზე“ , „მეოცე საუკუნე“, „უკანასკნელი იმპერატორი“, „კონფორმისტი“. ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“ ოსკარის 9 ჯილდოს მფლობელია, […]










