პოროშენკოს გამოსვლისას უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გონება დაკარგა – ვიდეო

პოროშენკოს გამოსვლისას უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გონება დაკარგა - ვიდეოპეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გონება დაკარგა.

ინციდენტი ICTV-ის სტუდიაში პირდაპირ ეთერში მოხდა.

თოქ-შოუში უკრაინის პრეზიდენტი აზოვის ზღაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა, როდესაც დენისოვა შეუძლოდ გახდა.

ომბუდსმენი სტუდიიდან პოროშენკომ და გადაცემის სხვა სტუმრებმა გაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დენისოვა დღეში 20 საათს მუშაობს, რათა უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლოს.
იმედინიუსი