მერკელი ავიაკატასტროფას გადაურჩა – მისი თვითმფრინავი კიოლნში ავარიულად დაეშვა

მერკელი ავიაკატასტროფას გადაურჩა - მისი თვითმფრინავი კიოლნში ავარიულად დაეშვაგერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო კიოლნში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია და სააგენტო Reuters-ი ავრცელებენ.

გერმანიის კანცლერი არგენტინაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, როდესაც ნიდერლანდების საჰაერო სივრცეში ყოფნისას ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავი კიოლნში დაეშვა, სადაც გერმანიის კანცლერი სხვა ავიალაინერზე გადაჯდა.

პირველი არხი