კატეგორია: მსოფლიო

ტრამპმა გენპროკურორი სეშნსი მოხსნა

ტრამპმა გენპროკურორი სეშნსი მოხსნა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯეფ სეშნსის გათავისუფლების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. გადადგომამდე ტრამპი სეშნსს ხშირად აკრიტიკებდა. ის ღიად აცხადებდა, რომ სეშნსის საქმიანობით უკმაყოფილო იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ ჯეფ სეშნსმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების საქმის ზედამხედველობაზე უარი განაცხადა, რაც ტრამპთან შეთანხმებული არ […]

ამერიკის არჩევნებში გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ამერიკის არჩევნებში გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგებს აჯამებენ. აშშ-ის 6 ნოემბრის შუალედურ არჩევნების წინასწარი შედეგებით, “რესპუბლიკური პარტია” სენატზე კონტროლს ინარჩუნებს, წარმომადგენლობით პალატაში კი პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში უმრავლეობაში “დემოკრატები” იქნებიან. ნევადას ოლქში რესპუბლიკური პარტიის გარდაცვლილმა კანდიდატმა დენის ჰოფმა გაიმარჯვა. ის 16 ოქტომბერს, საკუთარ საროსკიპოში, 72-ე დაბადების დღის წვეულების შემდეგ გარდაიცვალა. საარჩევნო ბიულეტენები მის გარდაცვალებამდე იყო […]

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებმა მოიპოვეს, სენატზე კონტროლს კი რესპუბლიკელები ინარჩუნებენ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებმა მოიპოვეს, სენატზე კონტროლს კი რესპუბლიკელები ინარჩუნებენ

დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, ქვეყნის სენატზე კონტროლს კი რესპუბლიკელები ინარჩუნებენ. ასეთია შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს კონგრესში გამართული შუალედური არჩევნები წარმატებული იყო რესპუბლიკური პარტიისთვის. „უდიდესი წარმატებაა. მადლობა ყველას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, დემოკრატებს 238 ადგილის […]

საფრანგეთში დააკავეს მონაკოს მფლობელი რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლოვლევი

საფრანგეთში დააკავეს მონაკოს მფლობელი რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლოვლევი

რამდენიმე საათის წინ მონაკოში დააკავეს რუსი მილიარდერი, საფეხბურთო კლუბ მონაკოს მფლობელი დიმიტრი რიბოლოვლევი. მონაკოს პროკურატურა მას კორუფციასა და გავლენის გამოყენებაში სდებს ბრალს. ბიზნესმენი დააკავეს მონაკოსა და ბრიუგეს შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ამ დროისთვის რიბოლოვლევი კვლავ დაკავებულია. მის სახლში მონაკოში ჩხრეკა მიმდინარეობს. რუსი მილიარდერის ქონების ღირებულება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ერაყში 200-ზე მეტი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ISIS-ის მიერ მოკლული ხალხის ნეშტია დამარხული

ერაყში 200-ზე მეტი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ISIS-ის მიერ მოკლული ხალხის ნეშტია დამარხული

ერაყში 200-ზე მეტი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ისლამური სახელმწიფოს მიერ მოკლული ხალხის ნეშტია დამარხული. მონაცემები გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარმა გაასაჯაროვა. მოხსენება გაერო-ს მისიამ მოამზადა, რომელიც ერაყში ტერორისტული დაჯგუფების დამარცხების შემდეგ მუშაობდა. ორგანიზაციის მონაცემებით, 202 მასობრივ საფლავში 6-დან 12 ათასამდე ადამიანია დამარხული. ნეშტის შესწავლას კი წლები დასჭირდება. 23 სამარხზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. გაერო-ს მისიაში არ […]

ერდოღანი – ”თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას”

ერდოღანი - ”თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას”

თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას – განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თურქეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ლიდერები რუსეთში უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. თავის მხრივ პეტრო პოროშენკომ თურქ კოლეგას დონბასში, გაეროს მომავალი სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში შესვლაც შესთავაზა. ინტერპრესნიუსი

პაკისტანის სასამართლომ ქრისტიანი ასია ბიბი გაამართლა, რომელსაც მუჰამად წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სიკვდილი ჰქონდა მისჯილი

პაკისტანის სასამართლომ ქრისტიანი ასია ბიბი გაამართლა, რომელსაც მუჰამად წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სიკვდილი ჰქონდა მისჯილი

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქრისტიანი ასია ბიბი გაამართლა, რომელსაც მუჰამად წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ტელეარხ Geo.tv-ის ინფორმაციით, ასია ბიბის მოეხსნა ყველა ბრალდება და ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. 50 წლის ასია ბიბი განაჩენის აღსრულებას 2010 წლიდან ელოდებოდა. საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის ივნისში, როდესაც ასია ბიბი მუსლიმ ქალებთან ერთად ყანაში […]

მერკელი პოლიტიკიდან მიდის

ანგელა მერკელი საქართველოს სავარაუდოდ მომავალ კვირას ეწვევა

ანგელა მერკელის თქმით, ის 2021 წელს პოლიტიკიდან მიდის. მის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა ანგელა მერკელმა თანაპარტიელებს გამოუცხადა. მისი თქმით, ის კანცლერის თანამდებობაზე ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ არც კანცლერად დარჩენას და არც პარლამენტის წევრობას აღარ აპირებს. კანცლერის განცხადება მოჰყვა ბოლო კვირების რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის მაჩვენებლების მკვეთრად გაუარესებას. მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე 2000 […]

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელიც დედაქალაქ ჯაკარტადან ბანკა-ბელიტუნგის კუნძულებისკენ, ქალაქ პანკალპინანგისკენ მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ჯაჯარტას სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა. უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები. ამის შესახებ BBC წერს. სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 კომპანია Lion Air-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავში 178 ზრდასრული მგზავრი, ერთი ჩვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სუპოტო პურვო […]

საბერძნეთის სანაპიროსთან, იონიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროსთან, იონიის ზღვაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება. სტიქიის ეპიცენტრი ათენიდან 287 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. „ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მოსახლეობამ შეგვატყობინა იმ მატერიალური ზიანის შესახებ, რომელიც შენობებს მიადგა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც“, – განაცხადა კუნძულ ზაკინფის საქალაქო საბჭოს […]